მომაკვდავი სოფლები ქობულეთის მთიანეთიდან

საქართველოს მთიან რეგიონებში ყოველ წელს უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ატარებს ზამთარს. გამონაკლისი არც ქობულეთის მთიანეთია, სადაც  140 წლის წინ მჭიდროდ დასახლებული სოფლები იყო. დუღდა ცხოვრება და მთის წვერვალებზე კოპწია ოდები იდგა. 

კინტრიშის ხეობა. სოფელი ტყემაკარავი. ქობულეთი

კინტრიშის ხეობა. სოფელი ტყემაკარავი. ქობულეთი

მერე, ჯერ რუსეთ-ოსმალეთის ომმა და საქართველოში რუსების შემოსვლამ აიძულა ხალხი ოსმალეთში მუჰაჯირად წასულიყო, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ აჰყარა და ქალაქებში გამოკეტა ლაღი მთიელები, ბოლოს კი სიდუხჭირემ გადახვეწა აქაურები ქალაქებსა და სხვა ქვეყნებში. უკან არავინ დაბრუნდა, სულ არავინ.

კინტრიშის ხეობა. სოფელი კობალაური. სახლი აგებულია 1924 წელს.

კინტრიშის ხეობა. სოფელი კობალაური. სახლი აგებულია 1924 წელს.

ოდესღაც ხალხმრავალი კინტრიშის ხეობა ზემო წელი, რომელიც მთიანი რეგიონია ქობულეთში მჭიდროდ იყო დასახლებული. დღეს კი მის მომაკვდავ სოფლებში ოცამდე ადამინი ცხოვრობს. ისიც მეტწილად, ხანშიშესულები. ადამიანები, რომლებიც ტოვებენ წუთისოფელს მარტოობაში. სულ ცოტა ხნის წინ ერთი ადამიანი გარდაიცვალა სოფელ კობალაურში, სადაც ოთხი კაცი მიცვალებულის სასახლის სასაფლაოზე გადასასვენებლად არ აღმოჩნდა. ბარში დარეკეს და დახმარება ითხოვეს…

კინტრიშის ხეობა. სოფელი კობალაური. ქობულეთი

კინტრიშის ხეობა. სოფელი კობალაური. ქობულეთი

ახლა, ალაგალაგ, ვრცელ ხეობაში დაინახავ საკვამურიდან ამოსულ კვამლს. იქ ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებისთვისაც აქაურობა ძვირფასია და სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ დროდადრო მაინც აქ ამოდიან. აქ ურჩევნიათ. ბავშვობის მოგონებების ტყვეობაში ყოფნა. ზამთრობით ისინიც ტოვებენ აქაურობას და ბარში ჩადიან. აქ კი, აქ დათვებისა და მგლების საუფლო ხდება არემარე და ნასახლარებში დაჰქრის ქარი, მგლის ყმუილი ისმის გლოვად მიტოვებული და მომაკვდავი სოფლებისა…

აკაურთის ხეობა. ქედის რაიონი. აჭარა

აკაურთის ხეობა. ქედის რაიონი. აჭარა

ყველა სოფელი ამ ხეობაში რომელიც ჭახათის მთებს გადაღმაა (სადაცმთიანი ნაწილი იწყება ) მომაკვდავია.942955_531408416910425_999396316_n

სოფელ კეჭიეთს 5 ოჯახი შერჩა, ვარჯანულს ორი, ტყემაკარავს სამი, კობალაურს ორი, ცხემვანის 3, მესხიქედს არცერთი, დიდვაკეს მხოლოდ მგლები…

მომაკვდავი სოფელი - კობალაური. კინტრიშის ხეობა. დარჩენილია ოთხი მცხოვრები.

მომაკვდავი სოფელი – კობალაური. კინტრიშის ხეობა. დარჩენილია ოთხი მცხოვრები.

ხეობის ყველაზე მაღალ სოფელ ხინოს კი მხოლოდ ორი მარტოხელა ადამიანი შერჩა, ორი უკანასკნელი მოჰიკანი…

1505291_635206753197257_960215220_nმ ულამაზესი მთების ფოტოზე საქართველოს ტკივილია ასახული. შუაგულში, თეთრი წერტილი რომ მოჩანს, იმ ერთადერთი სახლის სახურავია, რომელიც ამ მთებს შემორჩა. გამოსახულება, ბუნდოვანია და მიანიშნებს იმას, რომ ცოტა ხანში ეს სახლიც აღარ იქნება, დაინგრევა და ხეობა საბოლოოდ დაიცლება.988408_635206716530594_1562294844_n

ფოტო: – ზურა ბაუჟაძე

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s