სიშიშვლე, როგორც რელიგიური პროტესტის ფორმა

“გოგონას საეკლესიო მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ მას კაბა გეტრების გარეშე ეცვა, სტუდენტი კი არ დაუშვეს გამოცდაზე, ვინაიდან მისი ჯინსი გამომწვევად ჩათვალეს. არც ჩემს ბავშვობაში და არც მერე რელიგია ასეთი ექსტრემისტული არ ყოფილა, როგორც ახლა” – ამბობს ფოტოგრაფი  კატრინა ბარკერ ანდერსონი, რომელიც თავს მორმონთა ეკლესიის წევრად თვლის და იქ მიმდინარე რადიკალურ პროცესებს ასევე რადიკალური ფოტოსესიით დაუპირისპირდა.

amanda-0296cropwebკატრინმა მორმონი ქალები, რომლებიც  ცნობილი არიან თავისი კარჩაკეტილობით, მკაცრად იცავენ მორალურ წეს-ჩვეულებებს (მათ შორის ე.წ. უბიწოების კანონს) და ცდილობენ ცხოვრების ჯანსაღი წესით სიცოცხლისუნარიანობისა და შესაბამისად, ღმერთისთვის მსახურების პერიოდის გაზრდას, ტანსაცმლის გარეშე გადაიღო.

gen-0669

სწორედ ეს ქალები, რომლებიც ძირითადად სიამოვნებით ირგებენ დედისა და ცოლის ფუნქციას და თავიანთ სხეულს, როგორც ესთეტიკურ ფენომენს საერთოდ ვერ აღიქვამენ, დაითანხმა კატრინმა ფოტოსესიაზე, რომელის მიზანიც ქალის მიერ საკუთარ სხეულზე მმართველობის დაბრუნება და  “სიშიშვლის ნორმალიზებაა. “katie-0418-2

 “ბავშვის ძუძუთი კვებაც კი ერთგვარ ტაბუდ იქცა.  ქალები, რომლებიც დამთანხმდნენ გადაღებაზე, იაზრებენ, რომ საჭიროა პროტესტი ეკლესიისადმი, რომელიც აიძულებს მათ იცხოვრონ  დაფარულად და ფრთხილად. მათ სურთ დაიბრუნონ კონტროლი საკუთარ ცხოვრებასა და სხეულზე.  ვიცი, რომ ვიზუალიზაცია არის ძლიერი იარაღი, რომელსაც შეუძლია ცვლილებების გამოწვევა”, – ამბობს ფოტოგრაფი, რომელიც  იმედოვნებს, რომ ყველა, ვინც მის ფოტოებს ნახავს, მათ საღი გონებით აღიქვამს და სიშიშვლის ფონზე არ გაუჭირდება იმ მიზეზების შემჩნევა, რამაც მისი მოდელების სიშიშვლე და ფოტოსესიის გადაღება განაპირობა. janeanne-0686

პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ყოველი ფოტოს ქვემოთ იმ ქალების ნარატივია, რომელიც ფირზეა აღბეჭდილი. ქალები საკუთარ სხეულთან დამოკიდებულების ამბებს ყვებიან. აქვე შესაძლებელია დარეგისტრირება პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის.

kara-0341katie-03351

lisset-0811

macy_web-0053monica-0116

One thought on “სიშიშვლე, როგორც რელიგიური პროტესტის ფორმა

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s