სხეულის ილუზია

ჩიკაგოელმა გრაცია ჰაგენმა შექმნა ფოტოსერია სახელწოდებით – “სხეულის ილუზია“, რომელიც აერთიანებს შიშველ მოდელებს კონტრასტულ პოზებში. მარცხენა მხარეს მოდელის “ლამაზი” ფოტოა განთავსებული, მარჯვება მხარეს “უშნო” – ჩამოწეული მკერდით, დახრილი მხრებით, მოშვებული მუცლით და უმაკიაჟო სახით. 

tumblr_mwu9v5hJWJ1r7bq0yo1_1280პროვოკაციული ფოტოების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ლამაზი და უშნო მყიფე ცნებებია და ერთსა და იმავე ადამიანს სხვადასხვა სიტუაციაში ორივე ზედსართავი სახელი ადვილად შეიძლება შევუსაბამოთ. გრაციას მიზანი ასევე იმის ჩვენება იყო, რომ სილამაზის ეტალონებს ხშირად ბუნებრიობასთან კავშირი მთლიანად გაწყვეტილი აქვთ და მათი გარეგნობა თუ იმიჯი მთლიანად ფოტოშოფის, მაკიაჟის, დიზაინერებისა და იმიჯმეიქერების შრომის შედეგია.

tumblr_mwu9v5hJWJ1r7bq0yo8_1280ფოტოგრაფი ამბობს, რომ მედია მხოლოდ მარცხენა, ლამაზ ნაწილს გვაჩვენებს მოდელების ფოტოებისას და ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, როგორები არიან ისინი ეფექტების გარეშე. სწორედ ამ მეორე მხარის ილუსტრაციად მოიაზრება მისი კონტრასტული პორტრეტები.

tumblr_mwu9v5hJWJ1r7bq0yo7_1280

სხეულის ილუზიაში გაერთიანებულია სხვადასხვა წონის, ეროვნებისა და ასაკის ადამიანი, რაც  ასევე ხაზს უსვამს სილამაზესთან მიმართებაში “ნორმების” სიმყიფეს.

tumblr_mwu9v5hJWJ1r7bq0yo3_1280

თითოეული ფოტო გადაღებულია ერთსა და იმავე სტუდიაში ერთი და იმავე განათებით, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ნებისმიერი ხელოვნური ეფექტის შექმნა.

tumblr_mwu9v5hJWJ1r7bq0yo5_1280 tumblr_mwu9v5hJWJ1r7bq0yo6_1280

12 thoughts on “სხეულის ილუზია

  1. მაგარი *ლეობაა. ის მსუქანიც მოდელია?! ეს არ არის შემოქმედება!!!ეს არის გახრწნილი გადაგვარებული პიროვნების სექს ფანტაზიები და ამის გამომქვეყნებელი უარესი ნაძირალაა.

    მოგეთხოვებათ პასუხი. და ეს დრო არც ისე შორსაა.

    • რა შუაშია სექს ფანტაზიები? ძალიან სწორი იდეა აქვს ამ ადამიანს დაჭერილი. მთავარი აზრი ისაა, რომ “სილამაზე” და “სიმახინეჯე”, როგორც ასეთი, ძალიან სუბიექტური ცნებებია. ადამიანში ორივეა. ფოტოებში კარგად ჩანს, რომ ერთსა და იმავე ადამიანს შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარად შეხედო იმის და მიხედვით, ის როგორ გაჩვენებს თავს. შენ სხვებს აბრალებ გახრწნილ და ავადმყოფურ ფანტაზიებს და შენი კომენტარი არანაკლებ ავადმყოფურია.

  2. რომის იმპერატორი რომ გქვია, აი,შენი დრო კი არასდროს მოვა 😉

    მაგარი ფოტოსერია და ჩანაფიქრია 🙂

  3. Imperator Rome მმკ-დან ხარ? რა დრო რა მოთხოვნა? შენნაირი ბნელი ტიპები საიდან ჩნდებიან?

  4. ეს არ არის შემოქმედება… თანამედროვე დროში ძალიან მიუახლოვდა შემოქმედება გარყვნილებას და უკვე გამიჯვნაც გვიჭირს. მე ვფიქრობ რომ ადამიანის სხეულის სილამაზის ტილოზე ან ფოტოზე ასახვა ხელოვნებაა და მე მომწონს კიდევაც ეს, მაგრამ რაც ეხლა ამ ფოტოებზე ჩანს მართლა ყლეობაა….

  5. ყველას ვინც ობიექტივის წინ დგას ეწოდებათ მოდელები, 2 წლის ბავშვსაც და 80 წლის ქალსაც ეს ისე რო იცოდეთ 😉

  6. Pingback: 2013 წლის პოპულარული საკითხავები | Online magazine - What I See

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s