ნატუკა ნაცვლიშვილი

ნატუკა ნაცვლიშვილი ქართველი მუსიკოსია, რომლის ანგარიშზეც რამდენიმეწლიანი მუსიკალური ისტორია, ერთი თბილისური Live, ქართველ მუსიკოსებთან კოლაბორაციული პროექტები და ახლა უკვე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გამართული კონცერტებია.


“იტალიურ ეზოში
გავიზარდე, სადაც ჩვენს მეზობლად პატარა ოთახში ცხოვრობდა უტკბილესი კაცი – გია ჯაფარიძე, რომელიც ხეზე მუშაობდა, ულამაზეს გიტარებს აკეთებდა და უკრავდა კიდევ. ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, როგორ მიყვარდა მასთან ყოფნა, მისი მოსმენა. მეც მასწვლიდა გიტარაზე დაკვრას. ახლაც მახსოვს შეგრძნება, პატარა თითებზე სიმებისგან ფრჩხილებთან კანი რომ მეხეხებოდა და სისხლი მომდიოდა გიტარაზე დაკვრისას. მერე გავიზარდე, სკოლის და სხვა ამბებზე გადავერთე და დაახლოებით 14 წლის ვიყავი, როცა ჩემი დის გავლენით ჯიმი ჰენდრიქსის და “დორსის” მოსმენა დავიწყე. ისევ გიას მივადექი, რომელიც ახლა უკვე არა მარტო მუსიკალურ გაკვეთილებს მიტარებდა, არამედ საინტერესო ამბებსაც მიყვებოდა მუსიკოსების შესახებ. რომ მივხვდი, რომ რაღაც გამომდიოდა, უკვე ბენდებთან ერთად დავიწყე მუშაობა. “

ნატუკა ერთი თვეა რაც მოსკოვში ცხოვრობს, ქალაქში, სადაც საშინელი ყინვა და უჩვეულოდ გრძელი ღამეებია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხანგრძლივ მოგზაურობას ნიშნავს.

“მიხარია, რომ აქ ცხოვრების მოკლე პერიოდში მოვასწარი აქაურ მუსიკოსებთან ერთად თანამშრომლობა. სანკტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე 21 Outside-თან ერთად (კირილ ჩერნევი) დავუკარი, მოსკოვის “ციბერბლატში” კი ვიკტორ კოვალიოვთან ( ჯგუფიდან Saving hands). ორივე ძალიან საინტერესო და კარგი მუსიკოსია. გარდა ამისა, ალექსეი კაპიტანოვი დაინტერესდა ჩემი სიმღერების ელექტრონული რემიქსების გაკეთებით.

აქ მსმენელიც რაღაცნაირად ღიაა. ვგულისხმობ იმას, რომ კონცერტზე მოდის ის, ვისაც აინტერესებს შენი მოსმენა და სიხარულით გისმენს. თან აქაური ალტერნატიული მუსიკის სცენა არც ისე მრავალფეროვანია. ისევ იგივე ხალხი ჩანს, ვინც ათი წლის წინ ქმნიდა ალტერნატივას. ჩემი მუსიკის ჟღერადობა როგორც ჩანს საინტერესო და უცხო აღმოჩნდა აქაური გარემოსთვის და სწორედ ამან განაპირობა დაინტერესებაც და დადებითი შეფასებებიც.”

ნატუკას სამომავლო გეგმები ერთნაირადაა დაკავშირებულია როგორც მოსკოვთან, ასევე თბილისთან. ორივე ქალაქში კონცერტის ჩატარებას გეგმავს. თბილისის კონცერტზე ნატუკასთან ერთად სავარუდოდ რუსეთში საკმაოდ ცნობილ, ახალგაზრდა პოეტ ინგა შეპელავასაც ვნახავთ.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s