აქცია კინოთეატრ “აპოლოს” გადასარჩენად

2 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, კინოთეატრ „აპოლოსთან“ (აღმაშენებლის 135), თბილისის კინოფესტივალის გახსნამდე ერთი საათით ადრე, „კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე” და „ტფილისის ჰამქარი”  „კინოთეატრ აპოლოს გადასარჩენად“ აქციას გამართავს. 

1909 წელს გახსნილი კინოთეატრი “აპოლო” მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრია, რომელსაც თავისი არსებობის მანძილზე ფუნქცია არასდროს შეუცვლია. კინოთეატრი გამორჩეული ძეგლია როგორც არქიტექტურის, ასევე ქართული კინემატოგრაფის ისტორიისთვის.

1476232_10152626782188912_358017744_n

რუსი არქიტექტორის, კოლჩინის მიერ „მოდერნის” სტილში აგებული შენობა 1909 წლის 30 მარტს გაიხსნა, როგორც პირველი კინოთეატრი საქართველოში. თავისი პირველადი დანიშნულებისთვის ამ შენობას არასდროს უღალატია. ოთხმოცი წლის მანძილზე ის ერთგულად ემსახურებოდა კინოხელოვნებას. ასეთი ძველი კინოთეატრი, რომელსაც თავისი ფუნქცია დღემდე არ შეუცვლია, მსოფლიოში სულ რამდენიმეა, მაგალითად „ბიოგრაფ თეატრი” დანიის ქალაქ კორსორში (1908) და „ჰელიოსი” პოლონეთის შჩეცინში (1909), იმ დროს გერმანიაში.

2002 წელს კინოთეატრი გაიყიდა კერძო პირზე, რამაც გამოიწვია, მისიმ როგორც კულტურის კერის გაუქმება. შენობამ უკვე დაკარგა პირვანდელი სახე, დანიშნულების დაკარგვის შემთხვევაში კი ეროვნული კინემატოგრაფის ისტორიული მეხსიერებაც განადგურდება. თუ ამ შენობას სახელმწიფო გამოისყიდის, მაშინ შესაძლებელი იქნება, მან დაიბრუნოს თავისი პირვანდელი ფუნქცია და დედაქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცეს.

აქციის ორგანიზატორები კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებისგან ითხოვონ,  ყველაფერი ღონე იხმარონ ძეგლის გადასარჩენად!

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s