პლასტიკური ქირურგიის შედეგები

2011 წლის მონაცემებით, მხოლოდ ამ წელს  მსოფლიოში გაკეთებული პლასტიკური ოპერაციების რიცხვმა 15 მილიონი შეადგინა. ყველაზე მეტი ოპერაცია ამერიკის შტატებში კეთდება, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე გაკეთებული ოპერაციების რაოდენობით ლიდერია სამხრეთ კორეა, სადაც ქალების 20%-ს ერთხელ მაინც მიუმართავს ქირურგისთვის.  შემდეგ ადგილებს საბერძნეთი და იტალია იკავებენ. 

article-2271134-1743E26F000005DC-20_634x670

სამხრეთ კორეაში ესთეტიური მედიცინის სიყვარული აიხსნება კორეელების სურვილით, რაც შეიძლება მეტად დაემსგავსონ ევროპელებს. ფოტოგრაფმა ჯეი იომ გააკეთა ფოტოსესია, რომელშიც მოხვდნენ ქირურგის კაბინეტიდან გამოსული კორეელი გოგონები. ფოტოსესია, რომელსაც “სილამაზე” ქვია, კარგად ასახავს იმ გროტესკულ მდგომარეობას, რომელშიც ვარდებიან საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ადამიანები. ასეთების რაოდენობა კი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება. the_beauty_001 copy

ყოველ ქვეყანას  პლასტიკური ოპერაციების თავისი სპეციფიკა აქვს. მაგალითად ბრაზილიაში, რომლის ბინადრები ძირითად დროს სანაპიროზე ატარებენ, ქალები ყველაზე ხშირად მკერდის კორექციას იკეთებენ. ამერიკაში, სადაც მკერდის კორექცია ასევე პოპულარულია და ქალები  მუცლის ფორმების გაუმჯობესებაზეც აქტიურად ზრუნავენ,  პირველ ადგილს მაინც ვაგინაპლასტიკა იკავებს. ამერიკელები ამ სტატისტიკას პროტესტანტური ფუნდამენტალიზმის გავლენით ხსნიან, რომლის თანახმადაც სქესთან დაკავშირებულ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება.

the_beauty_010

აზიის ქვეყნებში – ჩინეთში, იაპონიაში, სახრეთ კორეასა და ტაივანში ქალები ძირითადად სახის ნაკვთების კორექციას იკეთებენ. აქაურ ქირურგებს ყველაზე ხშირად  ყურის, თვალის და ტუჩის ფორმების კორექტირება უწევთ. the_beauty_011

სამხრეთ კორეაში, სადაც ქალების 20%-ს ერთხელ მაინც მიუმართავს ესთეტიკური მედიცინისთვის, გაკეთებული ოპერაციების ძირითადი პროცენტი 15-დან 49 წლის ასაკის მომხმარებელზე მოდის. სპეციალისტები მომავალში ციფრების გაზრდას ვარაუდობენ, ვინაიდან ტენდენცია, ევროპეიზაციისკენ ყველაფერ ავთენტურზე უარის თქმით, აზიის ქვეყნებში მზარდია. აქ ოპერაციების ღირებულებაც საკმაოდ ხელმისაწვდომია  – სასურველი თვალის ფორმის, ოვალის, ცხვირის ან ყურის ფორმების მიღება 600 $-ად სრულიად შესაძლებელია.

Picture 009 the_beauty_003 the_beauty_004 the_beauty_005 the_beauty_006 the_beauty_015

2 thoughts on “პლასტიკური ქირურგიის შედეგები

  1. am xalxs ukve panatikuri damokidebuleba akvt plastikuri kirurgiiisadmiii :X postiii superr !!! saertodd dzaan momwons es blogiii, mudmivad sainetreoooo postebs deb :* warmatebebiiiii !!!!

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s