ლიტერატურული ორგაზმი

 „ისტერიული ლიტერატურა“  ნიუ-იორკში მცხოვრები ამერიკელი ფოტოგრაფის  და რეჟისორის კლეიტონ კიუბიტის  ვიდეო არტებისგან შემდგარი პროექტია. ფემინიზმი, გონებისა და სხეულის დუალიზმი, ლიტერატურა, კონტრასტი სექსუალობას და კულტურას შორის, აი ის ფაქტორები რომლებზეც ყურადღების მიქცევას შეეცადა პროექტის ავტორი. 

პროექტის ფარგლებში გადაღებულ თითოეულ ვიდეოში იხილავთ ქალებს, რომლებიც მკაცრ შავ-თეთრ ფონზე, ცდილობენ წაიკითხონ მათ მიერვე შერჩეული წიგნი. კითხვისას რეჟისორის უხილავი ასისტენტი მაგიდის ქვემოდან ცდილობს მათი ყურადღების გადატანას. ვიდეოების სცენარი მარტივი და ლიტერატურული კანონების შესაბამისია: დასაწყისი, მოქმედების განვითარება, კულმინაცია და დასასრული. მონაწილეები სხვადასხვა პროფესიის ქალები არიან:  პორნოვარსკვლავი, მწერალი, მსახიობი,  ბურლესკის მოცეკვავე, მოდელი.

(სესია 1:  სტოია –  კითხულობს Necrophilia Variations , უცნობი ავტორთა ჯგუფი Supervert) 

ავტორის თქმით მას პროექტის იდეა სოციალურ მედიაში გავრცელებულმა პორტრეტისათვის  “Selfie”, „Selfshot”  პოზირების ფენომენმა  გაუღვიძა.  კლეიტონი დაინტერესდა ისეთი მოძრავი პორტრეტების შექმნით რომლებშიც პოზირება შეუძლებელია.  ერთ-ერთი ინსპირაცია ენდი უორჰოლის ცნობილი  „Screen tests”-იც იყო.

პროექტის სათაური კი  ვიქტორიანული ხანის  არქაულ  „ქალური ისტერიის“ („female hysteria“) კონცეფციასა და მისი „მკურნალობის“ საშუალებებს  ეხმაურება.  

სესია 2.  ელიშია –  კითხულობს   ბალახის ფოთლებს, უოლტ უიტმენი)

2012 წელს დაწყებული პროექტი მალევე გახდა პოპულარული და დღეისათვის ვიდეოებს უკვე 20 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნო 200 ქვეყანაში, ხოლო ვიდეოების ნახვის ხანგრძლივობამ 65 წელს გადააჭარბა.

( სესია 3:  დენიელი  კითხულობს  “Still Life With Woodpecker” -ს,  ტომ რობინსი)

(სესია 4:  სტორმი  კითხულობს  ამერიკელი ფსიქოპათს, ბრეტ ისტონ ელისი)

(სესია 5:  ტერეზა  კითხულობს  “Sexing the Cherry”-ს , ჯენეთ უინტერსტონი )

( სესია 6:  სოლე კითხულობს    შეყვარებულს , ტონი მორისონი)

( სესია 7:  ამანდა  კითხულობს  მექანიკური ფორთოხალს, ენტონი ბერჯესი)

(სესია 8: მარგარეტი   კითხულობს  მძინარე მზეთუნახავს ,  ენ რაისი.)

პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მოხალისეობის პრინციპზეა დამყარებული, მსურველებს (განსაკუთრებით ნიუ-იორკში მცხოვრებლებს)  შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ აქ.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s