თენგიზ ტარბას ინიციატივით, განხორციელდა პროექტი, რომელიც აფხაზეთის მთიანი რეგიონების არაჩვეულებრივი ბუნების დანარჩენი მსოფლიოსთვის გაცნობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში 25-ზე მეტი ექსპედიცია განხორციელდა 100 დღის განმავლობაში, რომლის დროსაც თენგიზი ფოტო და ვიდეო მასალებს აგროვებდა იმ ადგილებიდან, სადაც იშვიათად თუ ხვდება ადამიანი.
ადგილები, რომელიც თენგიზის ფოტოებზე მოხვდა, თავად აფხაზებისთვისაც იდუმალია. ისინი, როგორც აფხაზეთში ჩასული იშვიათი ტურისტი, მხოლოდ რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს იცნობენ. ტარბას თქმით, ალპური ტბები, მთების კასკადი, ტყეები და მდინარეები, სადაც მან მოაწყო ექსპედიცია აფზახებისგან პარალელურ სამყაროდ რჩება, რომელსაც თითქმის არავინ იცნობს. მისი მიზანი ამ ადგილების ცნობადობის გაზრდა იყო.
ტარბას ფოტოებმა გარკვეული რეზონანსის გამოწვევა უკვე შეძლო. მისი ნამუშევრები შვეიცარიაში იყო გამოფენილი.
აფხაზეთი საქართველოა 🙂 მიყვარს ❤