5 ურბანული ინტერნეტპროექტი

ურბანული ყოფის ის ელემენტები, რომელიც ყოველდღიურობასა და რუტინაში უმეტესობის მიერ ძირითადად შეუმჩნეველი რჩება, ხშირად საინტერესო ასახვას პოულობს ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში. გთავაზობთ 5 ურბანულ პროექტს, რომელიც აერთიანებს ქალაქის ხმას, ქართულ ანბანს, იდიომებს თბილისის რუკაზე და ხალხს, ვინც ჩვენს გვერდით ცხოვრობს. 

  1. City Sounds – აუდიო პროექტი Soundcloud-ზე. აუდიო ჩანაწერები სხვადასხვა ქუჩიდან და ადგილიდან. აქ შეიძლება მოისმინოთ ქალაქის ხმაური, ზღვის ხმა, მანქანის დაქოქვა, სატელეფონო დიალოგები,  აჩქარებული და აუჩქარებელი ნაბიჯები და ა.შ.

2.  How to survive in Tbilisi • Trve Gvide – პროექტი Facebook-ზე, სადაც ნახავთ სხვადასხვა ქართულ გამოთქმას, იდიომას, ფრთიანი ფრაზას. ინგლისურად ნათარგმნ ქართულ “მარგალიტებს” თბილისის  რუკა აქვს ფონად დადებული.

1458469_547939955290138_459063029_n

3. ქუჩის გმირები – პროექტი Facebook-ზე, სადაც გაერთიანებულია თბილისში არასწორად პარკირებული მანქანები, საგზაო წესების დარღვევების მაგალითები, ოკუპირებული ტროტუარები და შევიწროებული ფეხით მოსიარულეები. პროექტში საკუთარი წვლილის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ფოტოს გაგზავნა  გვერდის ადმინისტრაციისთვის.

4. Humans of Tbilisi  – პროექტი Tumblr-ზე, სადაც განთავსებულია თბილისში გადაღებული პორტრეტები მინი ინსტორიებით.  პროექტი აერთიანებს  სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, ინტერესების მქონე ადამიანებს. ის ერთგვარი ანალოგია პროექტისა Humans of New York.

"I used to tour Europe and Japan with our music ensemble. Have you seen the movie Khevsuretian Ballad?" he asked. "Yes, I have." I said. "It’s me playing the accordion there!" he stated proudly.

“I used to tour Europe and Japan with our music ensemble. Have you seen the movie Khevsuretian Ballad?” he asked.
“Yes, I have.” I said.
“It’s me playing the accordion there!” he stated proudly.

5. TheABCproject – მირიან ჯუღელის პროექტი Instagram_ზე. კადრში მოხვედრილი სუბიექტების ფოტოების ასოებით “დანომვრით” 33 დღეში ანბანის შექმნა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც იყენებს instagram-ს და ვინც თავის ფოტოს დათაგავს #theabcproject-ით.

get_img

5 thoughts on “5 ურბანული ინტერნეტპროექტი

  1. ასეთი პროექტები ბევრი უნდა გაკეთდეს, ოღონდ ერთმანეთის კლონი არა 🙂

  2. წარმატებებს გისურვებთ!
    რაც მეტი ჩაერთვება სასარგებლო და სამომავლო საქმეში, მით უკეთესი!

  3. Pingback: 2013 წლის პოპულარული საკითხავები | Online magazine - What I See

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s