რას ეძებენ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები?

GOOGLE საშუალებას გაძლევს არა მხოლოდ შენთვის საინტერესო ინფორმაცია მოიპოვო ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, არამედ გაიგო, რა ინფორმაციას ეძებენ ადამიანები სხვადასხვა ადგილიდან. საძიებო სისტემის მონაცემების მიხედვით ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად YOUTUBE-ს, FACEBOOK-ს, თავად GOOGLE_ს, ODNOKLASSNIKI-ს და ODNOKLASSNIKI.RU-ს ეძებენ, ასევე თამაშებს, ფილმებს ქართულად და MP3-ტრეკებს. წინა წელთან შედარებით მაძიებლებს ახალი თემა, – eBAY დაემატათ. 

ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო დეტალური ანალიზი შემოგთავაზოთ და ანბანის მიხედვით გავარკვიეთ ქართველი ინტერნეტმომხმარებლის ინტერესთა სფერო.

ყოფითი თემატიკიდან აქტუალურია ამინდის პროგნოზი, ვალუტის კურსი, ვიდეო ჯარიმები, ორსულობის გამოთვლა და ზუსტი დრო.

საქართველოს არსებული პრეზიდენტებიდან ყველაზე ხშირად google-ს ზვიად გამსახურდიას შესახებ ეკითხებიან, საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ კი გიორგი მარგველაშვილის შესახებ ცდილობდნენ მეტის გაგებას.

პოპულარული კომპანიებია ავერსი, ბანკი რესპუბლიკა, ელიტ ელექტრონიქსი, კავკასუს ონლაინი და ჯეოსელი.

მკითხველი დაინტერესებულია “ჰარი პოტერით”, “ძმები კარამაზოვებით”, “უთავო მხედრით” და “დათა თუთაშხიათი”, ავტორებიდან კი ჭაბუა ამირეჯიბს, შოთა რუსთაველს, ჟიულ ვერნს, ილია ჭავჭავაძეს, ნიკოლოზ ბარათაშვილს და ოსკარ უაილდს ეძებენ.

ფილმებიდან “გრძელი ნათელი დღეები”, “რა მოხდა კიევში”, “გასეირნება ყარაბახში” და “ჩემი ცოლის დაქალებია” წინა პოზიციებზე, სატელევიზიო შოუებიდან კი “ცეკვავენ ვარსკვლავები”.

მიუხედავად იმისა, რომ mp3-ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ძებნადი სიტყვაა ქართველი მომხმარებლებისთვის, მუსიკასთან დაკავშირებული რეზულტატები ჩვენმა ექსპერიმენტმა არ აჩვენა.

20131105-131242.jpg

20131105-131257.jpg

20131105-131306.jpg

20131105-131314.jpg

20131105-131328.jpg

20131105-131339.jpg

photo

photo (1)20131105-131858.jpg

20131105-131909.jpg

20131105-131919.jpg

photo (4)

photo (2)

photo (3)

20131105-140205.jpg

20131105-152605.jpg20131105-140241.jpg

20131105-152903.jpg

20131105-140205.jpg t

u

f

q

20131105-132046.jpg

y

sh

20131105-154332.jpg

20131105-154322.jpg

Z

w

ch20131105-154406.jpg20131105-154352.jpg20131105-154314.jpg

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s