სექსუალური რევოლუცია 90-იანი წლების რუსეთში

სექსი, როგორც ტაბუ საბჭოთა მოქალაქისთვის მიღებული რეალობა იყო.  თითქმის 70 წლის განმავლობაში ადამიანებს ქონდათ სექსი, უყვარდათ და აჩენდნენ შვილებს ისე, რომ ინტიმური ურთიერთობები სირცხვილად ითვლებოდა და ამაზე არავინ ლაპარაკობდა.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,  პოსტსაბჭოთა მოქალაქეების ასკეტური ცხოვრებაში ერთგვარი სექსუალური რევოლუცია მოხდა. სწორედ ამ პერიოდის,  გასული საუკუნის 90-იანი წლების რუსული სექსუალური გარიჟარჟია ასახული  ევგენი კონდაროვის ფოტოებში.

разврат-глგარდა იმისა, რომ საბჭოთა კავშირში სექსი სირცხვილად ითვლებოდა,  არსებობდა რიგი  აკრძალვებიც: მაგალითად წყვილი, რომელიც არ იმყოფებოდა ქორწინებაში, სასტუმროში ერთ ნომერს ვერ იქირავებდა, არ იყიდებოდა ეროტიული ჟურნალები, ტინტო ბრასის ფილმების ყურებისთვის შეიძლება ციხეში აღმოჩენიყავი. სექსუალურ ცხოვრებისთვის ხელისშემშლელი იყო ის პირობებიც კი, რაშიც საბჭოთა მოქალაქეები ცხოვრობდნენ. კომუნალური საცხოვრებლები, სადაც ხშირად ერთ ბინაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, სრულიად მოუხერხებელი იყო. ფოტოგრაფი Spiegel-თან მიცემულ ინტერვიუში იხსენებს ერთ-ერთი ქალის ნარატივს, რომელიც სამზარეულოში ჭურჭლის გასარეცხად გადიოდა მაშინ, როცა მის ვაჟს მეგობარი გოგონა სტუმრობდა.

разврат-6

1990 წლიდან სექსი ნებადართული გახდა. მთავარი, რაც რუსულ სექსუალურ რევოლუციას დასავლურისკენ განასხვავებდა, იყო ის, რომ რუსეთში რევოლუცია მოხდა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და ხალხი გაღარიბდა, დასავლეთში კი პირიქით, რევოლუცია სოციალურმა კეთილდღეობამ განაპირობა. ამ განსხვავებამ სექსის კომერციალიზაცია გამოიწვია. გაჩნდნენ ერთის მხრივ უეცრად გამდიდრებული ოლიგარქები და მეორეს მხრივ მათი ინტერესის სფერო, პროსტიტუციით დაკავებულ ქალები, რომლებსაც ყველგან ნახავდით:  ქუჩებში, პარლამენტთან, КГБ-ს მთავარი შტაბის წინაც კი. ყველა კუთხეში სტრიპტიზ-კლუბები გაიხსნა, შიშველი გოგონები ბოძის გარშემო ცეკვავდნენ ისეთ სოლიდურ ადგილებში, როგორიც სასტუმრო “მეტროპოლიტენი” იყო, გამოიცა ეროტიული ჟურნალები მამაკაცებისთვის და ა.შ. развр-2

სექსუალური გააქტიურება აისახა 90-იანი წლების რუსულ პრესაზეც, სადაც პრემანენტულად ჩნდებოდა სტატიები სტრიპტიზის კონკურსის შესახებ, რომელიც კინოფესტივალის ფარგლებში ტარდებოდა, მოსკოვის თეატრალურის საზოგადოების ინიცირებული  ნამდვილი მამაკაცების კლუბის გახსნაზე, რომლის მთავარი მოვლენაც ფალოსის ფორმის ტორტის გაჭრა იყო, ეროტიულ შოუებზე  და ა.შ. разврат-5

ევგენის ფოტოებში, რომელიც არაერთ გავლენიან დასავლურ გამოცემაში დაიბეჭდა, კარგად ჩანს საბჭოთა კავშირის დროს დაგროვილი სექსუალური ენერგია და სექსუალური გასართობების არმქონე საზოგადოება.

разврат-ельцын  разврат-17развр-4 разврат-1 разврат-4 разврат-5 разврат-8 разврат-10 разврат-13 разврат-14 разврат-15 разврат-16 7VkcypyKMp4

 

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s