რეალური ქალები დისნეის პრინცესების ნაცვლად

ფოტოგრაფმა ჯეიმი მურმა, რომელიც თავისი გოგონას 5 წლის იუბილისთვის ფოტოსესიას გეგმავდა, აღმოაჩინა, რომ ამ ასაკის გოგონების სადღესასწაულო ჩაცმულობა ძირითადად დისნეის პრინცესებით  არის ინსპირირებული. ნაცვლად ბარბებისა და დისნეის პერსონაჟების კოსტიუმებისა, 5 წლის ემა დედამ საკულტო ქალების იდენტურად შემოსა საიუბილეო ფოტოებისთვის. disney_image_2 “მე მიყვარს დისნეის პრინცესები, მათი ლამაზი კაბები, იდეალური ვარცხნილობა, მშვენიერი ხმა და იდეალური სიყვარულის ისტორიები, მაგრამ ისინი არარეალურები არიან, მწერლის ფანტაზიის ნაყოფი, ზღაპარი, რომელიც სინამდვილეში თითქმის არასოდეს მეორდება. დავფიქრდი რეალურ ქალებზე, რომლებსაც ემა არასოდეს შეხვდება, იმიტომ რომ ისინი უკვე ისტორიის ნაწილები არიან, მაგრამ აუცილებლად უნდა იცნობდეს, ვინაიდან მათ უკეთესობისკენ შეცვალეს ჩვენი, ქალების ცხოვრება. ჩემი გოგონა არ დაბადებულა სამეფო ოჯახში, მაგრამ ის დაიბადა ქვეყანაში, სადაც შეიძლება იყოს სათანადოდ დაფასებული, სადაც შეუძლია გახდეს ექიმი, მფრინავი, კოსმონავტი, პრეზიდენტიც კი, თუ ამის სურვილი ექნება და ძალისხმევას არ დაიშურებს. მე მინდოდა, მას ცოდნოდა ამ ქალების შესახებ, რომლებიც გადალახეს ყველანაირი წინაღობა და მიზანს მიაღწიეს. ჩვენ ავირჩიეთ 5 ქალი, 5 ძლიერი ქალი ( ვინაიდან ეს 5 წლის იუბილე იყო, თუმცა ისე ასობით მაგალითის გახსენება შეიძლებოდა), , რომლებიც ცხოვრებაც არის ბრძოლა თანაბარი უფლებებისთვის, გოგონების უკეთესი მდგომარეობისთვის, მეტი შანსებისთვის და გამოვეწყვეთ მათ მსგავს კოსტიუმებში. ასე, ბარბები და პრინცესები ზღაპრებში დავტოვოთ, ჩვენს შვილებს კი ნამდვილი ქალები გავაცნოთ”, – წერს ფოტოგრაფი თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე, სადაც საიუბილეო ფოტოსესიაა განთავსებული.

disney_image_1 disney_image_3 disney_image_4 disney_image_5 disney_image_6

One thought on “რეალური ქალები დისნეის პრინცესების ნაცვლად

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s