შიშველი მკერდით დიდ ქალაქში

ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ჯორდან მეთერმა, რომლის განხორციელებული ფოტოპროექტებიც ადვილად ხვდება ყურადღების ცენტრში და ილექება მეხსიერებაში, 6 წელზე მეტი შეალია ნიუ-იორკის სხვადასხვა ადგილას ქალების გადაღებას, რომლებიც ხალხმრავალ და საჯარო ადგილებში შიშველი მკერდით ჩნდებოდნენ. საბოლოოდ პროექტი 100-ზე მეტ ქალს აერთიანებს, ფოტოები ერთ წიგნად შეიკრა და მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი მკერდის კიბოს მკურნალობის ფონდს ერიცხება. 

ჯორდანის ფოტოსესიაში მონაწილეობას მოხალისე ქალები იღებდნენ, რომლებმაც შეძლეს და გადააბიჯეს საზოგადოების მოსალოდნელი რეაქციის შიშსა და სირცხვილს და ქუჩებში ნახევრად შიშვლები გამოვიდნენ, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ფოტოგრაფის შეთავაზებაზე უარი თქვეს.

1761305-R3L8T8D-650-3487123960_1000b53092_o

ნიუ-იორკის კანონმდებლობის მიხედვით ქუჩაში შიშველი მკერდით სიარული არ იკრძალება, შესაბამისად, ლეგალურია, თუმცა თავად ფოტოგრაფი იხსენებს რამდენიმე ფაქტს, როცა ქუჩაში მოსიარულე შიშველი ქალები სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

პროექტის მონაწილე ქალები კი იხსენებენ, რომ ისინი ხშირად განიცდიდნენ სიხარულსა და ეიფორიას გადაღების შემდეგ, ფოტოების ნახვის შემდეგ კი თვითშეფასება ეზრდებოდათ და მოწონდათ თავიანთი სხეული. მოხუცები და ახალგაზრდები, მარტო და პარტნიორებთან ერთად, ლამაზი და ულამაზო მკერდით, თეთრები და ფერადკანიანები, პროექტი ყველა ამ ქალს აერთიანებს, რომლებიც იმისდა მიუხედავად, აცვიათ მაისური თუ არა, მიმზიდველები და თამამები არიან.

1762105-R3L8T8D-650-uncovered 1762405-R3L8T8D-650-3487123382_09210a8dc8_z 1762905-R3L8T8D-650-3486310011_80526bcd80_o 1763105-R3L8T8D-650-3486310135_bb402f4261_o 1763205-R3L8T8D-650-3486310559_1ff7f9e884_o bare-breasts-1-650x977 bare-breasts-2-650x977 bare-breasts-3-650x432 bare-breasts-4-650x431 bare-breasts-5-650x977 bare-breasts-7

3 thoughts on “შიშველი მკერდით დიდ ქალაქში

  1. კი კაია ეს ყველაფერი, მაგრამ adme.ru-ზე ჩვენც მიგვიწვდება ხელი და იქნებ რამე განსხვავებულები დადოთ ხოლმე : )

    • სხვა კონტენტიც არის საკმარისი რაოდენობით, თუ კარგად გადაათვალიერებთ საიტს 🙂

  2. Pingback: შიშველი მკერდით დიდ ქალაქში - Tabloid

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s