“მანდარინები” – ფილმი ომსა და ომში მოხვედრილ ადამიანებზე

17 ოქტომბრიდან საქართველოს კინოთეატრებში ზაზა ურუშაძის ახალი მხატვრული ფილმი – “მანდარინები” გამოდის. ესტონურ-ქართული კოპროდუქცია აფხაზეთის ომის ტემატიკაზეა და მისი გადაღებები გურიაში, სპეციალურად ფილმისთვის გაშენებულ სოფელში მიმდინარეობდა. ფილმში მოქმედება  აფხაზეთში მყოფი ესტონელიების, ჩეჩენი ბოევიკის და ქართველი მსახიობის გარშემო ვითარდება. ფილმის სიუჟეტი ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ომის მძაფრ სცენებს აქ ვერ შეხვდებით. ფილმი უფრო პიროვნულ კონფლიქტზეა, ომში მოხვედრილი და მტრად ქცეული ადამიანების ერთ სივრცეში შეუძლებელ თანაცხოვრებაზე.

man_1

ომში წასული ქართველი მსახიობი და ჩეჩენი ბოევიკი შეტაკების შემდეგ მძიმედ დაჭრილები აღმოჩნდებიან ესტონელების სოფელში. მოხუცი ივო ორივეს იფარებს, უვლის და ცდილობს გამოაჯანმრთელოს. სოფელი, სადაც ივო ცხოვრობს, თითქმის მთლიანად დაცლილია. ივოს მხოლოდ ერთი მეზობელი ყავს, მანდარინების პლანტაციების მფლობელი, რომელიც ომის პირობებში მანდარინების რეალიზაციის სირთულეებზე ღელავს და ესტონეთში დაბრუნებაზე ოცნებობს. ივოს ესტონეთში დაბრუნება არ უნდა, როგორც ფილმის ბოლოს აღმოჩნდება, აქ მას ომში დაღუპული შვილის საფლავი აკავებს.

ფილმში მთავარ როლებს გიორგი ნაკაშიძე, მიხეილ მესხი, ლემბიტ ულფსაკი (ესტონეთში საუკუნის მსახიობად აღიარებული),  ელმო იუგანენი და რავიო ტრასსი თამაშობენ.  ფილმის კომპოზიტორია ნიაზ დიასამიძე. მასში ასევე გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა „მე გადმოვცურავ ზღვას“.

ქართულ-ესტონური პროდუქცია უკვე მოხვდა ვარშავის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, სახელმწიფო სუბსიდიამ შეადგინა 472 000 ლარი. ზაზა ურუშაძის ნამუშევარმა ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის „ევრიმაჟისგან“ 110 000 ევროს ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s