ღვეზელები თინუსის და კვერცხის გულსართით

ღვეზელები თინუსის და კვერცხის გულსართით Foodpgraphy-სგან  მოხერხებულია როგორც პიკნეკებისთვის, ასევე სამსახურში წასაღებად. 

მასალა:
ფენოვანი ცომი – 400 გრ
კონსერვირებული თინუსი წვენში (და არა ზეთში! 185 გრ) – 1 ქილა
კვერცხი – 3 ც.
პომიდორი – 2 ც.
ნიორი – 1 კბილი
5-6 მწვანე ხახვის ღერო
ზეითუნის ზეთი
მარილი პილპილი
ფქვილი სამუშაოდ
კვერცხის გული ან რძე წასასმელად

1017483_655540424463992_1934241451_n
მომზადება:
ხარშეთ კვერცხი 10 წუთი. გაფცქვენით და გაჭერით 4 ნაწილად, სიგრძეზე. სულ 12 ნაჭერი უნდა მიიღოთ.

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

გაფცქვენით პომიდორი, ძალიან მწიფეს ნუ შეარჩევთ, ზედმეტი წვენი არ გვჭირდება. გაჭერით ოთხად და ამოაცალეთ რბილობი, შემდეგ დაჭერით კუბებად. დაჭერით ხახვი და ნიორი. ყველაფერი ერთად მოშუშეთ მცირეოდენ ზეითუნის ზეთში თავღია, რომ სითხე აორთქლდეს, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დატოვეთ 3-4 წუთი, გადმოდგით და შეაგრილეთ.

თინუსი გადაიტანეთ საწურზე. შეურიეთ შეგრილებულ პომიდორს.

სამუშაო დაფას მოაყარეთ ფქვილი, გააბტყელეთ ცომი და გამოჭერით 12 ნაჭერი ჩაის ჭიქით, ან დაჭერით კვადრატებად, როგორც მოგეხერხებათ. ერთ მხარეს დაადეთ გულსართი, კვერცხის ნაჭერი, დააფარეთ თავისუფალი მხარე და შეაერთეთ, შეგიძლიათ ჩანგლის კბილებით დაამაგროთ კიდეები. გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელსაც წინასწარ მოაყრით ფქვილს. ღვეზელებს გაუკეთეთ ნახვრეტი დანის წვერით, ფუნჯით წაუსვით კვერცხის გული ან რძე და აცხვეთ შეწითლებამდე.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s