ურბანული ხელოვნების ფესტივალი რუსთავში

ურბანული ხელოვნების ფესტივალი „არტ აქტივი,” რომელიც რუსთავში 7-8 ოქტომბერს გაიმართება და 10-დან 20 წლამდე მოქალაქეების ჩართულობას და ურბანული სივრცის გაცოცხლებას ისახავს მიზნად. ფესტივალში, გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა და ორგანიზატორებისა, მონაწილეობას მიიღებს ფრანგი ხელოვანი  ელტონო.ურბანული სივრცის ხელოვანი ელტონო ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობდა მადრიდში, ხოლო 2010 წლიდან კი ცხოვრობს პეკინში. ქუჩის ხელოვნების კარიერა მან დაიწყო ჩვეულებრივი ინსტრუმენტებით – შესასხამი ფერადი ქილებით. ათწლიანი მუშაობის შემდეგ მან განავრცო თავისი შემოქმედებითი სტილი აკრილის საღებავების და ლენტების გამოყენებით, რათა განევითარებინა აბსტრაქტული გეომეტრიული ენა. ელტონო ცნობილია თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით და ურბანულ სივრცეზე მისი მგრძნობიარე დამოკიდებულებით. ფორმების და ფერების გამოყენებისას ის ყოველთვის მიმართავს იმპროვიზაციას, რისი მეშვეობითაც ახდენს ადგილზე არსებული ბალანსში ინტეგრირებას. ის აგრეთვე ირჩევს უგულვებელყოფილ ზედაპირებს იმ მიზნით, რომ აღადგინოს მათი ღირსება და ამისთვის იყენებს მიტოვებულ და ძველ მასალას. მსოფლიოს ოთხმოცზე მეტი ქალაქის ქუჩებში შეგიძლიათ იპოვოთ ამ წარმატებული, თუმცა თავმდაბალი ხელოვანის ნამუშევრები. მისი ნამუშევრები ბევრ ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებში ყოფილა გამოფენილი, მათ შორის Tate Modern და Fundación Miro-ში.

eltono-azores-walkntalk05

ფრანგ ხელოვანთან ერთად ფესტივალის განმავლობაში ორგანიზატორები გეგმავენ  ახალი იერ-სახე და დატვირთვა მიენიჭოს ამჯერად უღიმღამო და უსიცოცხლო ადგილებს: მოიხატება საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიები (სანაგვეები, კედლები, სადარბაზოს კარებები, მიგდებული გარაჟები). ყოველი მოხატული ადგილი ერთმანეთთან დაუკავშირდება სიმბოლოებით და შეკრავს ახალ კონცეფციურ წრეს. პროექტის ფინალურ ნაწილში კი  41-ე ბაღის ეზოში ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და სახალისო ლაბირინთის მშენებლობას ძველი ხის ყუთებითა და პალეტებით, რაც შემდგომში დარჩება ადგილობრივ მოსახლეობას.

ურბანული ხელოვნების ფესტივალია საქართველოს რეგიონებში პირველად ტარდება. მისი ორგანიზატორია Geoair,  პროექტი ფინანსდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ.

art active

 
 

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s