ეკა ქევანიშვილი – სახლის გაყიდვა

4 ოქტომბერს, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში ეკა ქევანიშვილმა თავისი ახალი წიგნი, “სახლის გაყიდვა” წარუდგინა მკითხველებს. ეკას მესამე კრებული ბოლო სამი წლის განმავლობაში დაწერილ ლექსებს აერთიანებს, რომლებიც ომს, კონფლიქტებს, სოციალურ უსამართლობას, ფემინიზმს, რელიგიურ სტერეოტიპებს და სხვა აქტუალურ თემებს ეხება.

ეკას ტონი ხშირად მკაცრია, სიმართლე მწარე, ლექსები ემოციური, ისეთი, ერთხელ რო მოისმენ/წაიკითხავ და ძნელად თუ დაგავიწყდება.

პრეზენტაციამ უჩვეულო ფორმატში ჩაიარა. ლექსებს ახალი წიგნიდან ეკას მეგობრები კითხულობდნენ. როგორც ავტორმა თქვა, მას სურდა რომ საკუთარი ლექსები იმ ადამიანებისგან მოესმინა, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რასთან არის ესა თუ ის ტექსტი დაკავშირებული.

“სახლის გაყიდვა” ეკას მესამე წიგნია. პირველი კრებული “ჭორია” ეკამ 2006 წელს გამოსცა (გამომცემლობა “დიოგენე”), 2010 წელს კი მას მოჰყვა წიგნი “აქ ნუ დადგებით” (გამომცემლობა “დიოგენე”). ორივე კრებული წარდგენილი იყო ლიტერატურულ პრემია “საბაზე”.

One thought on “ეკა ქევანიშვილი – სახლის გაყიდვა

  1. Pingback: „დროა, დავფიქრდე ჩემს მოვალეობაზე…“ | Online magazine - What I See

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s