“იმედზე” სერგი გვარჯალაძის გადაცემა დაიხურა

ტელეკომპანია “იმედის” ახალი სატელევიზიო სეზონი სერგი გვარჯალაძის საავტორო გადაცემა “იმედიატორის” გარეშე გავა. ინფორმაციის შემეცნებით-გასართობი გადაცემის დახურვის შესახებ თავად სერგი გვარჯალაძე ავრცელებს komuna-ს საშუალებით. 

ოფიციალურ ინფორმაციამდე უფრო ადრე, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე გავრცელდა ინფორმაცია გადაცემის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა იმ ეტაპზე არხის გადაწყვეტილება საბოლოო არ იყო და გადაცემის გუნდი მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა გადაცემის გაგრძელების შესახებ.

599378_173978772753477_201405903_n

“გასულ სატელევიზიო სეზონში ჩვენი საპროდუქციო კომპანია (კომუნიკატორი) ამზადებდა ტელე-იმედისათვის ტელეპროექტს  სახელწოდებით “იმედიატორი”, რომლის ღამის ეთერის 70 წუთიანი ფორმატი დაკომპლექტებული იყო მოკლე შემეცნებით-გასართობი ბლოკებით პოპ კულტურის, სოციუმის, მეცნიერების და ახალი ტექნოლოგიების შესახებ.
სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით ტელე იმედის მენეჯმენტის დარწმუნება იმაში, რომ გაგვეგრძელებინა “იმედიატორის” მაუწყებლობა ახალ სატელევიზიო სეზონშიც.
ჩვენ განვაგრძობდით მოლაპარაკებას სხვა პროექტებზეც, მაგრამ როგორც ჩანს ამ ეტაპზე “კომუნიკატორი” ასრულებს კოპროდუქციას არხთან. 
რასაკვირველია, ჩვენ მომავალშიც ვიმუშავებთ მსგავსი სატელევიზიო ფორმის დახვეწაზე და შევეცდებით ასეთი კონცეფციის გადაცემები სხვა ტელეარხებსაც შევთავაზოთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ქართულ სატელევიზიო სივრცეში უნდა არსებობდეს ამ ტიპის მომავალზე ორიენტირებული სოციო-კულტურული პროექტები.” – ნათქვამია გადაცემის ავტორისა და წამყვანის, სერგი გვარჯალაძის განცხადებაში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გადაცემამ არსებობის მცირეხნიან მონაკვეთში დაიმსახურა როგორც მაყურებელთა სიყვარული, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვება, როგორიც ტელეფესტივალ “ტეფის” ჯილდოა.
1236076_238708029613884_862210637_n

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s