მუსიკალური ფესტივალი – “BATUMI CALLING”

არასეზონურ პერიოდში ბათუმში ტურისტების მოზიდვის, ქალაქის პოპულარიზაციის და  შემდგომში უფრო მასშტაბური ფესტივლის მომზადების მიზნით 5-დან 13 ოქტომბრამდე ბათუმში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება, რომლის პროგრამაც ორ შაბათ-კვირაზე იქნება განაწილებული და 4 მუსიკალურ კოლექტივს გააერთიანებს. 

ფესტივალის მთავარ მოვლენად ალბათ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი, 4 გრემის მფლობელი, ამერიკელი სტენლი ჯორდანი უნდა ვაღიაროთ, რომლისთვისაც ბათუმში ვიზიტი პირველი არ იქნება. ზღვისპირა ქალაქს ის რამდენიმე წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში ესტუმრა.

გარდა ვირტუოზი გიტარისტისა, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ჯაზ-როკ-ფიუჟენის ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემსრულებელს, რომან მიროშნიჩენკოს, რომელიც აღიარებულია დასავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის თვალშისაცემ მუსიკოსად, მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრიზი და მონაწილეობას იღებს მსოფლიო მნიშვნელობის ფესტივალებზე.

ფესტივალს მეორე რუსი მონაწილეც ყავს, დიმიტრი ილარიონოვი, კლასიკური გიტარის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელს მსოფლიოში.

გარდა უცხოელი და აღაურებული მუსიკოსებისა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ქართული პროექტიც, –  POST-ottO  (ბათუმური)  &  მეგი გოგიტიძე და ბენდი  MAGGIE N’ Guys . 

კონცერტები გაიმართება ბათუმის საზაფხულო თეატრსა  (ბათუმის ბულვარი)  და  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s