ენდრიუ ვიალი – ბათუმის კინოფესტივალის “დაუპატიჟებელი” სტუმარი

ბათუმის მერვე საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალზე, სადაც კინოინდუსტრიის არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მოწვეული, ჩვენი ყურადღება ექსტავაგანტულმა და იდუმალმა სტუმარმა მიიქცა, რომელიც თავისი ინიციატივით ეწვია ფესტივალს შორეული ავსტალიიდან. ენდრიუ ვიალი – ავსტრალიელი  პროდიუსერი, რეჟისორი  და მსახიობია. მის სახელთან არის დაკავშირებული 30-ზე მეტი სურათი და 100-მდე საერთაშორისო პრიზი.  ფილმების პარალელურად ლექსებს წერს და ლექციებს კითხულობს.

Andrew Vial

Andrew Vial

ბათუმის კინოფესტივალზე საკუთარი ინიციატივით ჩამოვიდა. 

“BIAFF-ის შესახებ 2011 წელს გავიგე, კიშის ფესტივალზე (ირანში), სადაც მოხსენება მქონდა კინოწარმოებაზე, საერთაშორისო კოპროდუქციის განვითარებასა და რეგიონალურ დისტრიბუციაზე. იქ კინოფესტივალის დირექტორს – გიორგი გოგიბერიძეს  შევხვდი, რომელმაც მითხრა ფესტივალის შესახებ. განსაკუთრებით პროგრამამ მიმიზიდა, რომელიც არაკომერციულ კინოზე აკეთებდა აქცენტს; ფესტივალების უმეტესობა ხომ შემოსავლიან ბლოკბასტერებს აჩვენებს, რომლებიც ისედაც ყველგან შეგიძლიათ ნახოთ.

საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი, თუმცა წარმომედგინა, რომ მდიდარი ევროპულ-შუააღმოსავლური კულტურა უნდა ჰქონოდა და ამის აღმოჩენაც ძალიან მაინტერესებდა. აქ ჩამოსვლის შემდეგ გარკვეული აზრი შემექმნა: – ჩემი მთავარი შთაბეჭდილება ქართველი ხალხი და ქართული კულტურაა. სტუმართმოყვარეობა ყველგან და ყოველთვის ფენომენალური მოვლენაა. ისევ ვისურვებდი საქართველოში დაბრუნებას და ჩავატარებდი მასტერკლასს როგორც ინდოეთში, ნეპალსა და აზიის სხვა ქვეყნებში ვატარებ. ქართველ მსახიობებთან მუშაობაც საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. მიხარია, რომ საქართველოში კინო პატივსაცემი და საყურადღებო მოვლენაა, იმდენადაც კი რომ პუბლიკისთვის კინოჩვენებები უფასოა.

 ზოგადად როგორ შეაფასებდით ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს?

ფესტივალის ორგანიზებისა და პროგრამიდან გამომიდინარე, ვფიქრობ, ნაყოფიერი იყო ჩემი ვიზიტი. არაჩვეულებრივ ფილმებთან ერთად ვორქშოფები და მასტერკლასები კარგ პერპექტივებს უქმნის კინოფესტივალს. აქცენტი დაბალბიუჯეტიან ფილმებზე, რომლებიც რეალურად გვახედებენ და გვაფიქრებენ თანამედროვე მსოფლიოს აქტუალურ პრობლემებზე, ნამდვილად განსაზღვრავს კინოფესტივალის ღირებულებას. პირადად ჩემთვის ფილმები: „ვალესა“ და „პანკების ლოცვა“ აღმოჩენა იყო.

ვფიქრობ, BIAFF-ი საოცრად ღირებული ღონისძიებაა, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხისთვის და მიუხედავად მცირე მასშტაბურობისა მან თავისი ადგილი დაიმკვიდრა შესაბამის სფეროში ფასეული იდეებიის აქტუალიზაციის გამო. დიდებულ მომავალს ვუსურვებ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს.

1239716_721257614557955_1738361502_n

პ.ს. ენდრიუ ვიალი, რომელიც ძირითადად მოკლემეტრაჟიან და მცირებიუჯეტიან ფილმებზე აკეთებს აქცენტს, კინოს სფეროში უკვე 40 წელია მოღვაწეობს. 

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s