ილიაუნის თეატრი მინსკის თეატრალური ფესტივალის მონაწილეა

ილიაუნის თეატრი მინსკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.  მინსკის საერთაშორისო ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალი „თეატრალური კუფარა (თეატრალური ზარდახშა)“  22-29 სექტემბერს გაიმართება.  

images

მინსკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ათი წელი უსრულდება. ფესტივალში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები ესპანეთიდან, რუსეთიდან, სლოვენიიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, მაროკოდან და ა.შ.

ფესტივალის მთავარი მიზანი ხელოვნების მეშვეობით ახალგარზდების დაახლოება და გამოცდილების გაზიარებაა. თეატრალურ ფესტივალზე ახალგაზრდებისათვის ტარდება მასტერკასები, ტრეინინგები და დისკუსიები, სადაც სტუდენტები ერთად აფასებენ სპექტაკლებს; ფესტივალის პარალელურად ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები ერთად მუშაობენ წარმოდგენაზე, რომელიც „თეატრალური ბაზრობის“ საზეიმო დახურვაზე გაიმართება.

ილიაუნის თეატრი ფესტივალზე 27 სექტემბერს  სპექტაკლით, „არიქა და ვარიქა“ წარსდგება. სპექტაკლის სიუჟეტი აგებულია ცნობილი ქართული სიმღერების  ტექსტების მიხედვით. ახალგაზრდა მსახიობები ქართული ხალხური და პოპულარული სიმღერების საშუალებით წარმოგვიდგენენ სტუდენტურ ცხოვრებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთმოქმედებიანი თეარალიზებული კონცერტის რეჟისორები არიან: ოთარ ეგაძე და თიკო ლუტიძე.

 

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s