გოგრის მაფინები

შემოდგომის დადგომასთან ერთად გოგრით მომზადებული კერძები აქტუალური ხდება. უაღრესად სასარგებლო პროდუქტი გამოიყენება როგორც წვნიანების, ასევე ტკბილეულობის მოსამზადებლად. გოგრის მაფინების რეცეპტი Foodography-სგან.

მასალა:

  • 200 გრ მოხარშული გოგრის რბილობი (ჩანგლით დაჭყლეტილი);
  • 2 კვერცხი;
  • 170 გრ ყავისფერი შაქარი;
  • 170 გრ ფქვილი;
  • 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი;
  • 1 ჩ.კ დარიჩინი;
  • 1 ს.კ გამაფხვიერებელი;
  • 1/2 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი;
  • მწიკვი მარილი.

563931_653476874670347_1354024394_n
მომზადება:
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ზეთი, გააგრძელეთ თქვეფა, შემდეგ გოგრის რბილობი.
მეორე ჯამში აურიეთ ფქვილი, საფხვიერებელი, მარილი და დარიჩინი.
მშრალი ინგრედიენტები გადაიტანეთ პირველ ჯამში და ხელით აურიეთ, როდესაც ფქვილი შეერევა შეწყვიტეთ მორევა. მსუბუქად შეურიეთ ნიგოზი.

ცხიმწასმულ მაფინის ფორმაში გადაანაწილეთ ცომი, 10-12 მაფინი გამოგივათ. აცხვეთ მინიმუმ 20 წუთი, მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s