ქოლგიანი მთავრობა

16 სექტემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც Facebook_ის ქართველი იუზერების ყურადღების ცენტრში მოექცა: მუსულმანი გოგონების სილამაზის კონკურსი, ქოლგიანი ჩინოვნიკები და განათლების პრობლემები ახალი სასწავლო წლის დასაწყისში. 

  • ინდონეზიაში ახალგაზრდა მუსულმანი გოგონებისთვის სილამაზის კონკურსი გაიმართება. Miss Muslim World 18 სექტემბერს გამოვლინდება და ის ფულად ჯილდოდ დაახლოებით 1600 ევროს მიიღებს. INDONESIA-LIFESTYLE-RELIGION-MISS-WORLD-ISLAM
  • ახალი სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, კათოლიკოს-პარტიარქმა  და თსუ-ს ახალმა რექტორმა, ლადო პაპავამ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს. მინისტრმა თავის სიტყვაში სტუდენტებს უთხრა, რომ საუკეთესო მათ ცხოვრებაში უკვე მოხდა, პარტიარქმა ისინი დალოცა: – “ძვირფასო სტუდენტებო, პატრიარქმა დაგვლოცა, ამაზე კარგი რა უნდა გვენატრა დღეს?! მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თქვენი წარმატება არის ჩვენი წარმატება და ჩვენი წარმატება არის ქვეყნის წარმატება. განათლების სამინისტრო, იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით დგას. გისურვებთ იყოთ აქტიურად ჩართულები იმ ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებაში, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება დღეს”. მინისტრი სტუდენტებთან გამოსვლისას მზეს ქოლგის ქვეშ ემალებოდა.
    ფოტო: - netgazeti

    ფოტო: – netgazeti

     იმ სტუდენტებმა კი, რომლებმაც მინისტრის პათოსი ვერ გაიზიარეს, აქცია გამართეს სახელწოდებით – “სპილო ოთახში – პრობლემები თსუ-ში”, სადაც ისინი სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას და არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.

  • ქოლგა არა მხოლოდ განათლების ახალი მინისტრის თანმხლები ატრიბუტი აღმოჩნდა. 15 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალზე ასევე ქოლგით გამოცხადდა აჭარის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე.

    ფოტო - netgazeti

    ფოტო – netgazeti

  • 112 წლის ასაკში გარდაიცვალა დედამიწის ყველაზე უხუცესი მამაკაცი – ესპანელი- Salustiano Sanchez Blazquez, რომელიც მთამსვლელი და მუსიკოსი იყო. მას ორი შვილი, 7 შვილიშვილი, 15 შვილთაშვილი დარჩა.  Salustiano-Sanchez-Blazquez

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s