კინო ბათუმში

ბათუმი მერვე საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალისთვის ემზადება, რომელიც 15-დან 22 სექტემბრამდე გაიმართება. ქართული და უცხოური კინოს ჩვენებები სამ სხვადასხვა ადგილას, კინოთეატრ “აპოლოში”, განახლებულ თოჯინების თეატრში (ძირითადად მოკლემეტრაჟიანი ფილმები) და ღია ცის ქვეშ, ბულვარის ცენტრალურ ტერიტორიაზე  მოეწყობა.  ღია ცის ქვეშ ჩვენებები ფესტივალის ფორმატში სიახლეა.

 ფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ არამარტო ფესტივალის ფარგლებში, არამედ, ზოგადად ბათუმისთვისაც უცხოა გარე ჩვენებები. ” წელს პირველად ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ  ფესტივალის ფარგლებში გარე ჩვენებების ორგანიზებას  ბათუმის პლიაჟზე ან ბულვარში (ცენტრალურ ადგილას).  ჩვენი პოლონელი პარტნიორებია კომპანია „Outdoor Cinema Sp. z o.o“. ისინი უზრუნველყოფენ ღია კინოჩვენებებისთვის საჭირო აპარატურის კომპლექტის (ეკრანი, პროექტორი, საუნდ-სისტემა) ჩამოტანა-ინსტალაციას და ფილმების გაშვების ტექნიკურ ორგანიზაციას. ” 

ფესტივალი საინტერესო იქნება არა მხოლოდ კინომოყვარულებისთვის, არამედ კინოს სფეროში მომუშავე პირებისთვისაც, ვინაიდან 19-20 სექტემბერს ფესტივალი წარმოგვიდგება  ქართულ-თურქული კოპროდუქციის  პლატფორმად, რომლის მთავარი მიზანიც ურთიერთობებისა და კავშირის გაუმჯობესება თურქ პროდუსერებს და ქართველ რეჟისორებსა და პროდუსერებს შორის და ერთობლივი კინოპროექტების რეალიზაციის ხელშეწყობა. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ ფილმების დაფინანსების, ერთობლივი წარმოების პროცესს თურქეთსა და საქართველოში. ასევე, განისაზღვრება  სამომავლო  თანამშრომლობის პერსპექტივები და მოხდება  გამოცდილების გაზიარება ევროპულ კო-პროდუქციის კუთხით.  დაგეგმილია  მონაწილეთა მოსაზრებების შეჯამებაც მომავალ შეხვედრებთან და დამატებით კომპონენტებთან დაკავშირებით.

კინოფესტივალის მენეჯმენტი გეგმავს, რომ საქართველო-თურქეთის კო-პროდუქციის პლატფორმის შეხვედრებს ქონდეს ყოველწლიური ხასიათი. ასევე, მოიზიდოს მხარდამჭერები / ფონდები რაც ხელი შეუწყოს  პლატფორმის განვითარებას (შეიძლება დაემატოს  “works in progress”) რაც თავისთავად გაზრდის ეფექტურ თანამშრომლობასა და ერთობლივ წარმოებას ორ ქვეყანას შორის.

კინემატოგრაფებისთვის საინტერესო იქნება ვორკშოფი დოკუმენტალისტიკაში, რომლის დროსაც მათ რეალური საშუალება ექნებათ, გაიუმჯობესონ პროფესიული უნარ-ჩვევები და გადაიღონ 5-10 წუთიანი ფილმები.

ბათუმის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მუსიკაზე იქნება დასმული, რაც განპირობებულია ერთის მხრივ პროგრამაში შესული მუსიკალური ფილმებით, მეორეს მხრივ სპეციალური სტუმრის, ამერიკელი მუსიკალური პროდუსერის, ჯო ბოიდის ვიზიტით, რომელიც მასტერკლასს გამართავს. ჯო ბოიდის სახელს უკავშირდება 60-70-იანი წლების ამერიკული როკ-მუსიკის არაერთი ლეგენდის სახელი: მაგალითად, თავიანთი შემოქმედების გარიჟრაჟზე მასთან თანამშრომლობდა “Pink Floyd”-ი. ბათუმელი მაყურებლისთვის კი ჯიმი ჰენდრიქსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ჩამოაქვს.

გასული საუკუნის მუსიკაზე აქცენტს ფესტივალის ზვიად ელიზიანი მაყურებელთა დაინტერესებით და ამ პერიოდის მუსიკის მნიშვნელობით ხსნის: –  “ვფიქრობთ, რომ დოკუმენტური მუსიკალური ფილმები ცნობილ მუსიკოსებზე აუდიტორიისთვის ძალიან საინერესო იქნება. 2011 წ. მახსოვს გვქონდა  ამერიკელი რეჟისორის ტომ დიჩილიოს ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი „When you are strange” ცნობილი ჯგუფის  DOORS და მუსიკოსის JIM MORISSON-ის შესახებ, რაც ძალიან მოეწონა მაყურებლებს.

60-70 წლების მუსიკა პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ვიცი რომ საქართველოშიც საკმაოდ ბევრი მსმენელი ყავს.  ისეთი საინტერესო პიროვნების ვიზიტი კი, როგორიცაა ჯო ბოიდი, რომლიც „პინკ ფლოიდის“ პირველი სინგლების პროდიუსერი, ლეგენდარული კლუბის “UFO” -ის დამაარსებელია და იმ ეპოქის ძალინ ბევრ საინტერესო მუსიკოსთან თანამშრომლობდა,  ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ  მასთან შეხვედრა ბევრ ადამიანს დააინტერესებს.  ის მუსიკალური ფილმებიც რასაც ჯო ბოიდი აჩვენებს (Jimi Hendrix, Tonite Let’s Make Love in London), რომელიც ცნობილი მუსიკოსების და იმ პერიოდის ლონდონის მუსიკალურ ანდეგრაუნდს ეხება ასევე საინტერესო იქნება როგორც კინომოყვარულებისთვის ისე მელომანებისთვის.  ჯო ბოიდი 2012 წ. ლონდონის კინოფესტივალზე ყოფნისას გავიცანი  და  როცა ის დათანხმდა ჩამოსვლაზე, ცხადია გამოვიყენეთ ეგ შანსი.” 

(Jimi Hendrix, Tonite Let’s Make Love in London

ფესტივალის მენეჯერი  გარდა მუსიკალური ფილმებისა, იმ ფილმების სიასაც გვთავაზობს, რომელთა ნახვაც ზღვისპირა ქალაქში რეკომენდირებულია. მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სია საკონკურსო ჩვენებიდან ასე გამოიურება:

–          The Fourth Child, Vahid Mousaian, Iran, 2013, 93 min.

–          Before Snowfall, Hisham Zaman, Norway/Germany/Iraq, 2013; 101 min.

–          A Field in England, Ben Wheatly, UK, 2013; 90 min.

–          The Geographer Drank His Globe Away, Alexander Veledinsky, Russia, 2013; 100 min.

–          Parajanov, Olena Fetisova & Serge Avidekian, Armenia/France/Georgia/Ukraine, ; 2013; 95 min.

–          Act of Killing, Joshua Oppenheimer, Denmark, Norway, UK, 2012; 159 min.

–          Balkan Spirit, Hermann Vaske, Germany, 2012, 80 min.

–          Pussy Riot: A Punk Prayer, Russia/United Kingdom, 2013, 86 min.

არასაკონკუსსო ჩვენებებიდან კი შემდეგ სურათებზე შეგიძლიათ შეაჩეროთ ყურადღება.

–           Machine that makes everything disappear, Tinatin Gurchiani, Georgia, 2013; 97 min.

–           Araf, Yesim Ustaoglu, Turkey, 2012; 124 min.

–          Young & Beautiful, Fransua Ozon, France, 2013, 95 min

–          Best offer, Gueseppe Tornatore, Italy, 2013; 124 min.

–          Grandmaster, Wong Kar-wai, China/Hong Kong, 2013; 130 min.

–          Girl and the Death, Jos Stelling, Germany/Netherlands/Russia, 2012; 127 min

–          Walesa, Andrzej Wajda, Poland, 2013; 128 min.

–          Jimi Hendrix, Joe Boyd, USA, 1973; 98 min.

–          Tonight Let’s make Love in London, Peter Whitehead, UK, 1973; 70 min.

–          The Wall, Alan Parker, 1982, UK; 95 min.

One thought on “კინო ბათუმში

  1. Pingback: ენდრიუ ვიალი – ბათუმის კინოფესტივალის “დაუპატიჟებელი” სტუმარი | Online magazine - What I See

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s