SOVLAB-ის განცხადება

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია განცხადებას აკეთებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ სტალინის დადებით კონტექსტში მოხსენიების გამო.  მან გაიმეორა საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მიერ შექმნილი კლიშე – საბჭოთა ბელადის “განსაკუთრებულობის” შესახებ: „სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა, ასეთები იშვიათად იბადებიან. მას გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა… ის მორწმუნე იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მე ასე ვფიქრობ“. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, როგორც ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლასა და საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებაზე მუშაობს, ასეთი განცხადება მიუღებლად მიაჩნია რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. პატრიარქის განცხადება არის ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაცია: საკმარისია გადავხედოთ კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა რაოდენობას. მათ შორის იყო მასობრივი რეპრესიების შედეგად განადგურებული ქართული სამღვდელოებაც.
  2. იოსებ სტალინის ნებისმიერი ფორმით რეაბილიტაციის მცდელობა არის მილიონობით რეპრესირებული ადამიანისა და მათი შთამომავლების შეურაცხყოფა.
  3. საქართველოში დემოკრატიული და ადამიანზე ორიენტირებული ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის სრულფასოვანი გააზრებისა და მისგან გათავისუფლების გარეშე. ასეთი განცხადებები კი, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ აფერხებს ამ პროცესს.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის დიდ ავტორიტეტს, საბჭოთა დიქტატორის განმადიდებელი მითების დამკვიდრება განსაკუთრებით არასასურველია ბოლო დროს სტალინის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საქართველოში საბჭოთა პერიოდის ისტორიის ფუნდამენტური შესწავლისა და ანალიზის მნიშვნელობას.

მოვუწოდებთ მეცნიერებს, პოლიტიკურ წრეებს, მედიას და მთლიანად ქართულ საზოგადოებას, გამოიკვლიონ და გაიაზრონ საბჭოთა პერიოდის სისტემური დანაშაული და ამით პატივი სცენ სტალინური სისტემის მსხვერპლთა ხსოვნას.

თბილისი, 01/08/2013

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s