ქალიშვილობის ინსტიტუტს ვხურავთ

სამშაბათს, 30 ივლისს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან აქციას გამართავს, რომლის მთავარი მიზანიც ქალის მიმართ დისკრედიტაციული ქმედებების პრაქტიცირების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვაა. 

ლევან სამხარაული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სერვისში შეიტანა ქალიშვილობის დიაგნოსტიკა  ექსპერტიზის საშუალებით. მომსახურებას ბიუროს სამედიცინო სამსახური სთავაზობს მომხმარებელს და როგორც აცხადებენ, საკმაოდ ბევრი სარგებლობს ამ სერვისით.

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი თვლის, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი, როგორც თავსმოხვეული ტრადიცია და აუცილებლობა შედეგია საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული ისეთი მოვლენების, როგორებიცაა: ქალის სექსუალობის კონტროლი, სექსიზმი, ქალისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება, ორმაგი მორალური სტანდარტები, სექსის დემონიზაცია და სექსის ტაბუირება (ქალისთვის) და ა.შ., რაც თავისთავად იწვევს მახინჯი და ქალებისთვის სრულიად დამამცირებელი პრაქტიკების არსებობას საზოგადოებაში – ქალიშვილობის აღდგენა საქალწულე აპკის გაკერვით, ქალიშვილობის დამდგენი ექსპერტული ანალიზი და ა.შ.

540730_544386565597884_1012423276_n

“მიგვაჩნია, რომ „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ კულტურის მავნე ტრადიციაა და „ქალწულობა“ არ შეიძლება რჩებოდეს 21-ე საუკუნეში ადამიანის ღირსების განმსაზღვრელ ინდიკატორად, რადგან ის პირდაპირ თავს ესხმის ქალის ფუნდამენტურ უფლებას – იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში. 

ასევე, საგანგაშოა ფაქტი, რომ ამ მავნე ტრადიციის პრაქტიცირებას ხელს უწყობენ სახელწიფო ინსტიტუტები (ვგულისხმობთ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს”, რომელიც ქალიშვილობის დადგენის სერვისს სთავაზობს ყველა მსურველს), რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გაცხადებულ გენდერულ პოლიტიკას.”

ქალწულობის დიაგნოსტირება ქალის ღირსების შემლახავი და მისი დამამცირებელი პრაქტიკაა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის არის ლოგიკური გაგრძელება საქალწულე აპკის აღდგენის მიზნით ჩატარებული ოპერაციებისა და საზოგადოებაში  მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპისა, რომ ქალს არ უნდა ქონდეს ქორწინებამდელი სექსი.

One thought on “ქალიშვილობის ინსტიტუტს ვხურავთ

  1. დრომუჭმული დრადიციები, რომ არ დაგვერღვია დღეს მცხეთაში არმაზის კერპი გვედგმებოდა. რას გვიშველის ევროკავშირი?

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s