პარტიზანული მებაღეობა

თბილისში პარტიზანი მებაღეები გამოჩნდნენ, რომლებიც მცენარეების ნერგებით სხვადასხვა ადგილას სპონტანურად ჩნდებიან და ქალაქის ქუჩების გალამაზებას ნარგავებით ცდილობენ. 

იდეის ავტორი განათლებით მხატვარ-რესტავრატორი ნატა ფერაძეა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გამწვანების საკითხებით დაინტერესდა, მუშაობდა ერთ-ერთ გამმწვანებელ ფირმაში საკმაოდ სტრატეგიულ თანამდებობაზე, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი ზაჰესში საკუთარი კერძო მეურნეობა გააკეთა, რომელიც ღიაა დაინტერესებული პირებისთვის. ნატას მეურნეობაში შაბათ-კვირას “ზაჰესის მწვანე სკოლის” მოსწავლეები სტუმრობენ, ნარგავების შესასწავლად, ეკოლოგიის არსის გასაგებად, მწვანე გარემოს შესაყვარებლად.

“დიდი ხანია მაწუხებს ქალაქში უსისტემო ხეების ჭრები და კიდე უფრო უსისტემო რგვა. ვიყავი ამ სისტემაში და დანამდვილებით ვიცი, როგორც ხდება ეს. შემოაქვთ უუუძვირესი ნერგები ევროპის სანერგეებიდან და ყოველგვარი ლანდშაფტური დიზაინერის, დენდროლოგიის გათვალისწინების ან ელემენტალური აგრო-ნორმების გარეშე ირგვება. ამასობაში ადგილობრივი სანერგეები გაკოტრდა. ტენდერში მონაწილეობასაც აღარ იღებენ – აზრი არა აქვს, მაინც ყველამ კარგად იცის, ვინც მოიგებს. იგივე რაოდენობის ხე-მცენარეები რომ ადგილობრივი მწარმოებლისგან შეიძინონ, ბიუჯეტიც საგრძნობლად ამოისუნთქებს და აქაური ნერგების წარმოებაც განვითარდება. ჩემი პირადი Facebook-ის გვერდზე ვიპოვე თანამოაზრეები, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარში მდგომი არის ერეკლე ურუშაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-დან. ესე, სპონტანურად დავაანონსე ეს აქცია და ჩემს მოწაფეებთან ერთად გამოყვანილი ნერგები დავრგეთ. ეს ერთადერთი მშვიდობიანი პროტესტის გზაა, რაც მოვიფიქრე. მხოლოდ აქციებზე სიარულს შედეგი არ გამოაქვს. “

73328_412679832174922_1907212175_n

თუმცა ნატა მაინც ინტერესდება იმ საკითხებით, რის მოსაგვარებლადაც მოქალაქეების ერთი ნაწილი აქციებს მართავს. ერთ-ერთი ასეთია, ასათიანი ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჯანსაღი ხეების უნებართვო ჩეხვა, რასაც რამდენიმედღიანი აქციები მოყვა: “ასათიანზე არ შეგვიშვეს არცერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, რომ მოჭრილი ხეები აღგვენუსხა. მოვახერხე ღობიდან გადაძრომა და პატარა ფორორეპორტაჟის გაკეთება, რითიც უკვე შემიძლია ვამტკიცო, რომ ის ხეები მოსაჭრელი არ იყო. მეტი, ფაქტიურად ფოტოდოკუმენტაცია არ გვაქვს დაინტერესებულ მხარეს.”

გარდა სამოქალაქო აქტივიზმისა, პარტიზანი მებაღე ცდილობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, როგორ გამოვიყვანოთ ნერგები, გავახაროთ მცენარეები თუნდაც სახლის პირობებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ნატა აკეთებს, მცენარეებთან დაკავშირებული მითების მსხვრევაა. მაგალითად, ბოლო პერიოდში თბილისში გაჩეხილი უამრავი ჭადრის პარალელურად, შეიქმნა მითი მისი განსაკუთრებით ალერგიულობის შესახებ, რომელიც მეცნიერულად არის დადასტურებული რომ არ მიეკუთვნება განსაკუთრებით ალერგიულ მცენარეთა რიცხვს.

1013937_3347905634550_921662600_n

პარტიზანი მებაღეების ანგარიშზე ჯერ მხოლოდ ორი აქციაა, აბაშიძეზე და სანაპიროზე. ამათგან პირველის მონაწილეთა რიცხვს მეორეს მონაწილეთა რიცხვი იმდენად აღემატება, რომ თავისუფლად შეიძლება ახლადშექმნილ მოძრაობაზე პოზიტიური იმედების დამყარება. ნატა ამბობს, რომ მის მიერ გამოყვანილი კონტეინერული ნერგები მხოლოდ ერთ აქციას ეყოფა კიდევ და შემოდგომამდე გაჩერება მოუწევს. სპონსორების გამოჩენის შემთხვევაში შესაძლოა პაუზა არც გახდეს საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, მანამ სანამ ხეების გარეშე დარჩენილ ქალაქი სიცხისგან იწვება, ნატას საქმიანობა კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანო გარემოს გაუმჯობესებაში.

2 thoughts on “პარტიზანული მებაღეობა

  1. Pingback: ხეების ჩეხვა კუს ტბის ასახვევთან | What i see

  2. Pingback: სტალინის რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის ხეივანი პარტიზანი მებაღეებისგან | Online magazine - What I See

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s