მისტერიკა ფესტივალი ადგილმდებარეობას იცვლის

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – “მისტერიკა ფესტივალი”, რომელიც ასურეთში უნდა გამართულიყო, ადგილმდებარეობას იცვლის და თბილისის ზღვასთან მდებარე ნაციონალურ პარკში ჩატარდება. არ შეიცვლება პროგრამა და ჩატარების დრო. ის 18 ივნისს დაიწყება და 4 დღეს გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას ქართველ მუსიკოსებთან ერთად უკრაინელი, რუსი, პოლონელი, ბრიტანელი, ჩეხი, ლიტველი, ფინელი, ბერძენი, შვედი შემსრულებლებიც მონაწილეობენ. სწორედ უცხოელი შემსრულებლებისა და სტუმრების უსაფრთხოების სავალდებულო ნორმების დაცვით ხსნიან ორგანიზატორები ფესტივალის ჩასატარებელი ადგილის შეცვლას. სოციალურ ქსელებში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივენთმა თბილისის ზღვაზე სასულიერო პირებისა და ადგილობრივების მუქარის გამო გადმოინაცვლა. გავრცელებულ ინფორმაციას ორგანიზაცია Chrono-ს წევრები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. ისინი მხოლოდ ფესტივალის სტუმრების უსაფრთხოებასა და საფესტივალო ფართის გამქირავებელზე საუბრობენ, რომელმაც საიჯარო ფასის გაზრდა მოითხოვა.

941660_182190528607366_1099437280_n

მისტერიკა ფესტივალი საქართთველოში პირველად ტარდება და მისადმი მელომანებს საკმაოდ დიდი მოლოდინი ქონდათ, თუმცა ადგილის შეცვლა და დედაქალაქში მისი გადმოტანა სავარაუდოდ ფესტივალის კონცეფციაზეც იმოქმედებს გავლენას. გარდა ამისა, თუ რაიმე კულტურული ღონისძიების ჩატარებას საფრთხე ემუქრება, ორგანიზატორები ვალდებულები არიან, ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართონ და მათ მოთხოვონ უსაფრთოხების ზომების დაცვა, ამის პარალელურად კი დაინტერესებულ პირებს და მასმედიას ინფორმაცია მიაწოდონ.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება და მათი ფასი 40-დან 60 ლარამდეა. თბილისია ზღვამდე მიმავალი ტრანსპორტი კი ფესტივალის დღეებში მეტრო სარაჯიშვილიდან გავა და მათი ფასი 1,50 ლარი იქნება.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s