ოაზისის ფესტივალი

22-23 ივნისს, მცხეთაში, ამფითეატრის ტერიტორიაზე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.ფესტივალი  ფრანგულ ბენდ Juveniles, ქართულ  LOUDspeakers-სა და THE JETBIRD-ს, ელექტრონულ ტრიო Jahcoozi-ს,  უკრაინული ფიუჟენ-ფანკ-რეგეი არტისტ  SunSay , დანიური ინდი ბენდ WhoMadeWho-ს,  Мумий Тролль-ს, Motorama-ს და Dzerzhinski Bitz-ს ერთ სცენაზე მოუყრის თავს. ორდღიან ფესტივალზე გამოყოფილი იქნება ადგილი იმ მელომანებისთვის, ვინც კარვით წასვლას გადაწყვეტს მცხეთაში.

“ოაზისი არის განტვირთვის და განახლების ადგილი. 

გაუდაბნოებული თანამედროვე სამყაროს ფონზე, ეს არის ადგილი სადაც ჩვენ გავიხსენებთ ჩვენს წარმოშობას, შევხვდებით მეგობრებს და თავს დავაღწევთ ყოველდიურ რუტინას და ქაოსს. გადავდებთ სამსახურს, როლებს და პასუხისმგებლობებს და შევიგრძნობთ თავისუფლებას.გადაყარეთ ფეხსაცმელი, გაიარეთ მწვანე ბალახზე და გაერთიანდით, რამეთუ მხოლოდ ერთად შევძლებთ რაღაც განსაკუთრებულის შექმნას. ჩვენ მივისწრაფვით ბედნიერებისკენ და ნათელი ემოციებისკენ.

ოაზისი ეს რის ბუნების ძალა, ნამდვილი სიყვრულისა და მეგობრობის ზეიმი”– ვკითხულობთ ფესტივალის Facebook-ის გვერდზე. 

8813_570007203044471_728979748_n

ფესტივალზე საუბრისას მისთვის შერჩეულ სფეციფიურ ადგილზე საუბრობს LOUDspeackers-ის ვოკალი, ლევან ლოუდაძეც ჩვენთან საუბრისას: “ვენიუ გამორჩეული იქნება პირველ რიგში ადგილით, რომელიც წესით ზედგამოჭრილი უნდა იყოს ფესტივალისთვის. ქალაქგარეთაა და კემპინგისთვისაც მოსახერხებელი იქნება.  ჩვენთვისაც ძალიან მნიშნელოვანია მსგავს ფესტივალებში მონაწილეობა. დიდი სცენა, ბევრი მსმენელი, ასეთი რანგის მუსიკოსებთან ერთად გამოსვლა დიდი პატივი და გამოცდილებაა. Open Air-ის მერე არ მეგონა, თუ ასეთი მასშტაბის ფესტივალი გაიმართებოდა საქართველოში და მით უმეტეს ჩვენ თუ მივიღებდით მონაწილეობას. ზოგადად ფესტივალები კარგი შანსია იმისთვის, რომ მსმენელების რაოდენობა გაიზარდოს, მათი გემოვნება განვითარდეს,  Open Air-მა გარკვეულწილად შეძლო მსმენელების და მუსიკოსების გაზრდა. როგორც ვიცი, ეს ფესტივალიც არ არის ერთჯერადი. თუ სისტემატიური იქნება და დონეს შეინარჩუნებს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ხალხი, ახალგაზრდობა მუსიკისკენ შემობრუნდება, კარგი, ცოცხალი მუსიკისკენ. არ აქვს მნიშვნელობა ჟანრს, მთავარია შეგვეძლოს ხარისხიანი მუსიკის მოსმენა. მსმენელის ზრდა თავისთავად მუსიკოსების განვითარებასაც განაპირობებს. გარდა ამისა, პრეცედენტი, რომ ვიღაცა მუსიკაში, ხელოვნებაში ფულს დებს, თავისთავად დადებითი მოვლენაა და ალბათ სწორედ ეს არის გასაღები იმ კარისა, რომელის მიღმაც განვითარებული მუსიკალური ინდუსტრიაა.”

LOUDspeaker

ფესტივალის ბილეთები უკვე იყიდება და მათი შეძენა შეგიძლიათ როგორც ონალაინ, ასევე პრესის ჯიხურებში.

ფესტივალის ორგანიზატორები ივლისის თვეში ქართველ მსმენელს ზემფირას კონცერტსაც პირდებიან.

2 thoughts on “ოაზისის ფესტივალი

  1. Pingback: Oasis – წარმატებული ფესტივალი | What i see

  2. Pingback: წარმატებული ფესტივალი – Oasis | What i see

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s