შეწყვიტეთ თვალთვალი

935707_4108787057999_322787069_n

2013 წლის 3 მაისს ინტერნეტით გავრცელდა 30 წუთიანი ვიდეო, სადაც 3 ადამიანის ( 2 მამაკაცის და 1 ქალის) პირადი სქესობრივი ცხოვრებაა ასახული.  ერთ-ერთი პირი ჟურნალისტი გიორგი ფარესაშვილია, რომელიც ცნობილია თავისი ჰომოფობიური განცხადებებით და რომელიც უარყოფს კადრების ნამდვილობას. ის ფაქტს მის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ დამოკიდებულებებს უკავშირებს და ამბობს, რომ ვიდეოს გავრცელებაში სავარაუდოდ მოქმედი ხელისუფლების იმ წარმომადგენლების ხელი ურევია, რომელთა მიმართაც ის ბოლო პერიოდში აქტიურად აფიქსირებდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას.  კადრები ერთ-ერთ ვებ გვერდზე ღიად იყო განთავსებული, მისი ნახვა შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, დაფარული არ იყო არც ერთი პირის სახე. მსგავსი ტიპის ვიდეომასალის გადაღება/გავრცელება წარმოადგენს ადამიანისთვის ერთ-ერთი  ფუნდამენტური უფლების – პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლების შებღალვას. 

3 მაისსვე შს მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მინისტრი გმობს პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებს და პირად კონტროლზე აყავს ხსენებული საქმე.

4 მაისს რუსთაველზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გაიმართა მშვიდობიანი აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ფარული ჩანაწერების არსებობის და გავრცელების ფაქტებს, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების დამრღვევ ქმედებას. მშვიდობიან აქციაზე ადგილი ქონდა ექსცესებსაც. აქციის მსვლელობისას დაახლოებით 10 ფუნდამენტალი ახალგაზრდა შეეცადა ჩაეშალა აქცია. მათ სრულიად უარგუმენტოდ  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მანიფესტანტებს. 4 მათგანი დააკავეს.

163520_4108708456034_307945638_n945329_4108748017023_691480862_n945389_4108762657389_611423108_n936795_4108696175727_1200910665_n931308_4108774137676_41457535_n 298130_4108791778117_420481754_n 163520_4108708456034_307945638_n

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s