Sophie Villy Tbilisi music week-ზე

4998_10151350367617158_1151265624_nSophie Villy უკრაინაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, ძალიან კარგი მომღერალი. ისეთი, თავისი ხელწერა პირველივე ნოტებიდან რომ აქვთ ხოლმე ნაპოვნი, დაუღალავად რომ შრომობენ პროგრესისთვის, მისით დაინტერესებულ ადამიანებთან ურთიერთობის დრო ყოველთვის აქვთ და სხვანაირად ვერც წარმოუდგენიათ. სოფი მაისში თბილისში ჩამოდის, Tbilisi music week-ში მონაწილეობის მისაღებად, წლის ბოლოს კი მეორე ალბომის გამოშვებას გეგმავს. სწორედ დაგეგმილ კონცერტებზე, მიმდინარე და მომავლის პროექტებზე საუბრობს ის ჩვენთან.

 

როგორც ვიცი, ბოლო პერიოდში აქტიურად წერ მუსიკა ფილმებისთვის. იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრა, რომელ ფილმებში ჟღერს შენი მუსიკა და რა პროექტებზე მუშაობ ახლა?

პირველი ფილმი რომლისთვისაც დავწერე მუსიკა იყო ფრანგი რეჟისორის თიერი დუსეტის ფილმი – “Parrot”. 2012 წლის ზაფხულში ვმუშაობდი ჩემი მეგობრის სალი ჯუღელის ფილმზე “სახლი გზაჯვარედინზე”, რომელმაც ირლანდიურ კინოფესტივალზე გაიმარჯვა. ეხლა დავამთავრე მუშაობა ამერიკულ ფილმზე “Stone Cars” და ვიწყებ ახალ, უფრო დიდ პროექტზე მუშაობას, რომელთანაც კონტრაქტული მოლაპარაკება მიდის. ასევე წელს იგეგმება რამდენიმე უკრაინული ფილმი და მულტფილმი.

ვიცი ასევე, რომ ჩართული ხარ საქველმოქმედო საქმიანობაში  red noise-თან ერთად? რა ორგანიზაციია, ვის და რა სახით ეხმარებით?

Red Nose მოძრაობა მთელს მსოფლიოშია უკვე ცნობილი. ეს ფონდი ეხმარება ბავშვებს აფრიკაში და სხვა ქვეყნებში. “სიცილით განტვირთვა”- ასეც უწოდებენ ხოლმე. ანუ კარგი ემოციით შესაძლებელია ადამიანის განკურნება და დამშვიდება. ჩემმა მეგობრებმა ეს ფონდი მოსკოვში დააარსეს და დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ბევრ საინტერესო აქციას აწყობენ. ეს უკვე ერთი დიდი ოჯახია. ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ბავშვს ჩაუტარდა მკურნალობა და დღითი დღე სულ იზრდება აქტივობა.

მუშაობ ახალ კლიპზეც. რა სიმღერაზე იქნება  და როდის შგვეძლება მისი ნახვა?

3 დღის წინ ვიღებდით ვიდეოს  სრორედ Red Nose-თვის. ჩემი ინიციატივა იყო ერთ ქავერ ვერსიაზე ვიდეოს გადაღება და ამ თემასთან დაკავშირება. სულ მალე იხილავთ. გარდა ამისა ვგეგმავთ Position-ზე ვიდეოს გადაღებას. სცენარის ეკრანიზაციას, რომელიც მე დავწერე, ფინანსები ჭირდება.

ამერიკული ტურნეს შემდეგ ხომ არ გეგმავ კიდევ იქ დაბრუნებას, ან რაიმე სხვა მასშტაბური გეგმები ხომ არ გაქვს?  

ძალიან საინტერესო და პერსპექტიული შემოთავაზებები მივიღე ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ. ეხლა ჯერ მეორე ალბომზე ვმუშაობ, რომელიც წლის ბოლოს გამოვა და მასში შევა  ახალი სიმღერები და სინგლი Position.  ვფიქრობ ჩაწერის შემდეგ ისევ მომიწევს წასვლა და წარდგენა. ევროპიდან – ძირითადად საფრანგეთიდან და გერმანიიდან მაქვს მოწვევები, თუმცა ინგლისიდანაც მწერენ და კითხულობენ როდის ვაპირებ ტურნეს… ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიდის, იმისთვის რომ ყველაფერი კარგ პირობებში ჩატარდეს.

რა სიხშირით მართავ კონცერტებს?

სხვადასხვანაირად ხდება ყოველთვის. ხანდახან ძალიან ბევრი მოწვევაა და არ იცი სად დაიმალო, ხანდახან სრული სიჩუმეა.. ესე სტაბილურად არ მაქვს ხოლმე დაგეგმილი.. ბევრი ნიუანსია.. აი გაზაფხულის მეორე ნახევარი, ზაფხული და შემოდგომა შედარებით აქტიურია. ბევრი ივენთი და ფესტივალი ტარდება.

როგორ თვლი, რა გახდა შენი სავიზიტო ბარათი, რამაც წარმატება მოგიტანა?

ჰმ.. რთული კითხვაა.. არ ვიცი, კონკრეტულად რა… მაგრამ, ჩემი აზრით ყველა არტისტის წარმატების ნიშანი სწორედ მიზანდასახულობა და დიდი რწმენაა, რომელიც გამოძრავებს და შესაბამისად გადადიხარ სხვა განზომილებაში, სადაც უკვე სულ ერთია, პოპულარული ხარ თუ არა, ან რამდენად დიდ წარმატებას მიაღწიე.. მთავარია შენი მესიჯი.. რამდენად შეძელი მისი გადმოცემა და მსმენელის გულამდე მიწოდება. ეს იმდენად ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს, რომ ამაზე არც არის საჭირო საუბარი.

საქართველოში რომ დარჩენილიყავი, შენი აზრით, გახვიდოდი იმავე მასშტაბებზე, რაზეც გახვედი? ანუ, რამდენად მოქმედებს გარემო/საცხოვრებელი ადგილი არტისტის წინსვლაზე?

გარემო უდაოდ მოქმედებს არტისტის ცხოვრებაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩემზე 2008 წლის ომმა ძალიან იმოქმედა. თვითონ იმ ფაქტმა, რომ ეს ყველაფერი ჩემს ქვეყანაში ხდებოდა და აურამ, რომელიც თბილისში დატრიალდა, ძალიან შემაშფოთა. მაშინვე გამიჩნდა დროებით წასვლის და განტვირთვის სურვილი. არ ვიცი რამდენად შევძლებდი საკმაოდ სწრაფი ტემპებით წინ სვლას საქართველოში დარჩენის შემთხვევაში.. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო და არ ვნანობ არაფერს.

შენ როგორც სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ მსმენელთან ურთიერთობას არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ყოველდღიურად?

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ძალიან ბევრი მწერს საიტზეც  და სხვა სოც. ქსელებშიც. სხვადასხვა კითხვები უჩნდებათ ტექსტებთან დაკავშირებით, ზოგი სიმღერების აკორდებს მთხოვს. :)) დიდი მოტივაციაა ჩემთვის, როდესაც ვხედავ და ვიგებ რომ, ჩემს მუსიკაში ხალხი ბევრ რამეს პოულობს. ყველაზე მეტად, ალბათ, სიმშვიდეს.

Tbilisi music week -ზეც რომ მოგვიყვე, რა პროგრამაა, ვინ არიან ორგანიზატორები და შენს გარდა ვის მოვუსმენთ კვირეულის ფარგლებში?

Tbilisi Music Week-ის ორგანიზატორები ესტონელები არიან. 3 დღის მანძილზე საკმაოდ საინტერესო პროგრამა და კონფერენცია გაიმართება. მონაწილეობას იღებს რამდენიმე ქართული ფოლკ და ალტერნატიულ კოლექტივი და  ესტონური ჯგუფები.  მოწვეული იქნებიან სტუმრები და ჟურნალისტები ბრიტანეთიდან, ფინეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. მეც ძალიან მაინტერესებს როგორ ფორმატს შემოგვთავაზებენ. 10 მაისს სამეფო უბნის თეატრში, 11 მაისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში (ღვინის ფესტივალზე) და საღამოს 19:00-ზე Cafe De France-ში, სადაც მე და ცნობილი ესტონელი მომღერალი მარი პოკინენი დავუკრავთ. 12 მაისს, 20:00-ზე, ამ ფესტივალისგან დამოუკიდებლად ვატარებ ჩემს კონცერტს ფესტივალ-რესტორაცია “დივან”-ში.

და ბოლოს, ვის უსმენ ყველაზე მეტად. შენი  3 ფავორიტი მუსიკოსი ამ დროისთვის. 

Bobby Womack, Peter Broderick, Bonobo.

Facebook

Official site 

Soundcloud 

One thought on “Sophie Villy Tbilisi music week-ზე

  1. Pingback: Sophie Villy – Sometimes I Feel Like A Motherless Child | What i see

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s