International Jazz Day

IJD_Logo

30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. წელს ეს დღე განსაკუთრებული პომპეზურობით სტამბულში აღინიშნება. გრანდიოზული კონცერტისთვის თურქეთში ჩავიდნენ ისეთი რანგის მუსიკოსები, როგორებიც არიან: ჰერბი ჰეკოკი, ჯონ მაქლაგინი, კეიკო მაცუი, მარკუს მილერი, კრისტიან სკოტი, ჰიუ მასაკელა და სხვა მრავალი. 

ჯაზის დღესასწაულად 30 აპრილი 2011 წლიდან იქცა. სწორედ ამ დღეს გამოვიდნენ UNESCO და ჰერბი ჰენკოკი ინიციატივით, ქცეულიყო ჯაზი კულტურათა და ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებად. ეს დღე ასევე ხაზს უსვამს ჯაზის საყოველთაობას.

ჯაზის დღე მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში აღნიშნება.  წელს პირველად მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა. თბილისი ივენთ ჰოლში ჯაზის მოყვარულებისთვის თბილისი ბიგ ბენი დაუკრავს, მოგვიანებით კი ტრანსლაცია გაიმართება სტამბულიდან.

დარდს იმაზე, რომ სტამბულში ჯ

აზის ყველა ლეგენდაა მობილიზებული, თბილისში კი აღნიშვნა აღნიშვნისთვის ხდება, აზრი არ აქვს.

ტრანსლაციას შეგიძლიათ უყუროთ სახლიდანაც შემდეგი ლინკის საშუალებით: – http://live.jazzday.com/

ამ დღის რეკომენდირებული საკითხავი კი უდაოდ ზურაბ ქარუმიძის “ჯაზის ცხოვრებაა” 

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s