გუგას კაფეები

guga-kotetishviliგუგასთან სალხში მივდივარ. სახლი, სადაც გუგა ცხოვრობს, ძალიან გავს იმ კაფეებს, რომლებსაც გუგა აკეთებს. გუგა ადრე  სხვების კაფეებს აკეთებდა, წელს თავისი კაფეების კეთება დაიწყო. უკვე სამი აქვს. ზოგი სულ თავისი, ზოგი  სხვებთან ზიარი, მაგრამ მთავარია რომ ისინი მისი კაფეებია. ეს კი  იმას ნიშნავს, რომ მათ ინტერიერზე, ხასიათსა და სტილზე ფიქრში სრულიად თავისუფალი იყო და დამკვეთის მოლოდინები არ ზღუდავდა, შესაბამისად, “შავი ლომი” სოლოლაკში, “სოფია მელნიკოვას ჯადოსნური დუქანი” ლიტერატურის მუზეუმში და “ფან-ფანი” ბათუმში, ამირეჯიბების სახლში, ზუსტად ისეთებია, როგორიც გუგას უყვარს და უნდოდა ყოფილიყო: მყუდრო და შინაურული.

თვლის, რომ  ბუნებრივი და გაუპრანჭავი გარემო, რომელსაც ნორმალური ფასებიც უნდა ემატებოდეს,  უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ორგანიზებული და უკიდურესად მოწესრიგებული სივრცე. ასეთ გარემოში დაძაბული არ ხარ და გიზიდავსო, ამბობს.

“როცა ვაკეთებ რაღაც ინტერიერს, ბუნებრივია ყველაფერი გამომდინარეობს  შინაარსიდან, გარემოდან და იქიდან, რა სივრცეში ვმუშაობ. მაგალითად,  ლიტერატურის მუზეუმში კაფე ერთგვარად ორი ნაწილისგან შედგება: ეზოში ღია სივრცეა და შენობაში დახურული კაფე, შედარებით ცივი დღეებისთვის. გამომდიანარე იქიდან, რომ მუზეუმის შინაარსი თავის თავში კულტურულ ღონისძიებებს, წიგნების პრეზენტაციებს, მწერლების შეხვედრებს, ლიტერატურულ საუბრებს გულისხმობს, შიდა სივრცე მაქსიმალურად მინიმალისტურია. უცვლელად დავტოვეთ ძველი კედლები და იატაკი, კედლებზეც მხოლოდ რამდენიმე პლაკატი და წიგნის თაროა, იგულისხმება, რომ ეს ადგილი ცოცხალია, რომელიც თვითონ უნდა გაიზარდოს დროთა განმავლობაში და დაიგროვოს ის ნივთები, რომლებიც აქ დაიდებენ ბინას.  ანუ, კაფემ ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით, თვითონ უნდა შეიქმნას ისტორია და ატრიბუტიკა და ამიტომ არ საჭიროებს საიდანმე მოტანილ სხვა გარემოს დეტალებს.

რაც შეეხება გარე კაფეს, ისიც მინიმალისტურია.  ეზოში დიდი არაფერი შეგვიცვლია.  იქ უკვე იყო ხეივანი და იყო ბაღი, სადაც სხვადასხვა პერიოდში ყვავის სხვადასხვა მცენარე და არის  საოცრად ლამაზი,  შესაბამისად, ინსპირაცია  სწორედ აქედან მივიღე. ამას დაემატა სივრცის სპეციფიკა და მიზანი, რომელიც მინიმალურ დანახარჯს გულისხმობდა.

შესაბამისად, ეზოში შეგნებულად არ  დავაგეთ ასფალტი და დავტოვეთ ძველი ეზო, რომელიც ჰარმონიაშია  შენობასთან. სამწუხაროდ, მუზეუმის შენობაც, მიუხედავად იმისა, რომ ფასადები განახლებული აქვს, საკმაოდ ძველია. ბაღშიც და შენობაშიც, ძირითადი მასალა, რაც გამოვიყენეთ, სარკეები, მაგიდები, სკამები,  კარადები, ესპანეთში გავაკეთებინეთ თავის დროზე, როცა კალა ჯგუფს იქ კაფე ქონდა, მერე ის კაფე დაიკეტა და ახლა ამისთვის გამოვიყენეთ.

საბოლოო ჯამში მივიღეთ სონია მელნიკოვას ფანტასტიური დუქანი.  საუკუნის დასაწყისში იყო ეგეთი ქალბატონი, რომელსაც ქონდა მსგავსი  სალონი, სადაც ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა, მიდიოდა წიგნების კითხვა, ლაპარაკი ლიტერატურაზე,  მწერლების შეხვედრები. მალე  წიგნიც გამოვა ამ ქალბატონზე.”

282256_311765532249290_891750112_n

კიდევ ერთი გუგას კაფე ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ამირეჯიბების სახლში განთავსდა, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, იდეის სახით უკვე დიდი ხანია არსებობდა, თუმცა იდეის რეალობად ქცევა რაღაცატომ ეზარებოდა. ბოლოს ბათუმში ჩასულს, სწორედ სახლმა შეუქმნა სამუშაო განწყობა და სრულიად რეკორდულ დროში, 2 კვირაში ყველაფერი მზად იყო.

“პრობლემა არა იმდენად ინტერიერის მოწყობა, არამედ მერე ამ კაფეების ამუშავებაა. ფან-ფანი ორ კვირაში გავაკეთე. საერთოდ, ამ ტიპის დიზაინს უკვე ძალიან უპრობლემოდ ვაკეთებ. სივრცე მკარნახობს, რა მინდა გაკეთდეს, მერე მივდივარ მშრალ ხიდზე, წინამძღვრიშვილზე, ანტიკვარებისა და ძველი ნივთების მაღაზიებში, ნავთლუხის ბაზარში და მსგავს ადგილებში, სადაც უკვე დიდი ხანია ყველა მიცნობს და მომაქვს საჭირო ნივთები, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება  “ნისიადაც”, მერე უკვე ადგილზე ვმუშაობ და ეგაა.”

გარდა იმ მაღაზიებისა, სადაც გუგას იცნობენ  და ყველაფერს ატანენ, რაც დაჭირდება, მისი ნამუშევრებისთვის საჭირო ნივთების საკმაოდ დიდ რაოდენობას მისივე სახლი ინახავს.

“თეფშები მაგალითად, რაც იქ არის გამოყენებული, სახლიდან წავიღე. იმდენი მქონდა ეს თეფშები, რომ იმის საშუალებაც კი მქონდა, ტონებში ამერჩია და ფან-ფანისთვის უფრო შესაფერისი ფერები წავიღე, ღია, მოლურჯოები.

საერთოდ, ეს სახლი, სადაც ფან-ფანი გავაკეთეთ, ულამაზესი სალხია, არაჩვეულობრივი მდებარებით და შიდა მხატვრობით.  დიდ ოთახში მაგალითად ჭერზე ისეთი არაჩვეულებრივი მხატვრობა იყო, რომ ვნახე, გავოცდი. ბუნებრივია, უცვლელად დავტოვე. ამ მხატვრობამვე გამიჩინა იდეა იმ ჭაღის იდეა, რაც იქ ჩამოვკიდე. ბუტაფორიული, ქაღალდის უზარმაზარი ჭაღი ჩემი ხელით გავაკეთე და ვთვლი, რომ უხდება იქაურობას ეგ პომპეზური განათება. საბოლოო ჯამში, კაფე ერთგვარად პურპურსაც წააგავს, ოღონდ უფრო მსუბუქია, ღია ფერებში, საზაფხულო.”

(სტატია პირველად გამოქვეყნდა “DESIGNTbilisi“-ში)

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s