კაფანდარა გოგონების ქართველი ფოტოგრაფი მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში

340457_7851285_lzეს მარიამ სიჭინავას ის ფოტოა, რომელიც ცნობილმა მოდის ჟურნალმა, vogue-მ პირველად გამოაქვეყნა. ახალგაზრდა ფოტოგრაფისთვის ამ დონის ჟურნალის ფურცლებზე მოხვედრა უდაოდ დიდ წარმატებას ნიშნავდა, რომლის ლოგიკური გაგრძელებაც მისი ცნობადობის ზრდა და მისი ფოტოებით უფრო მეტი მოდის სახლის, დიზაინერისა თუ ჟურნალის დაინტერესებაა. 

მარიამი დაახლოებით 2 წელია, რაც ფოტოებთან აღმოჩნდა დაკავშირებული. თავიდან ისე იღებდა, როგორც ყველა გოგონა, რომელსაც მეგობარი ბიჭი ფოტოაპარატს ჩუქნის, თავისთვის, გასართობად.

მისთვის საყვარელი კლასიკური კინოს ესთეტიკით  გადაღებულმა რეტრო სტილში გამოწყობილი კაფანდარა გოგონების ფოტოებმა ჯერ  მეგობრების მოწონება დაიმსახურა, ინტერნეტში განთავსების შემდეგ კი  უცხო თაყვანისმცემლებიც მრავლად გამოუჩნდა.  მისი ნამუშევრებით აღფრთოვანებული  ბლოგერები სხვადასხვა ქვეყნებიდან მარიამის ფოტოებს თავიანთ ბლოგებზე ანთავსებდნენ, რომელთა ქვეშაც მხოლოდ დადებითი  შეფასების და აღფრთოვანების გამომხატველი კომენტარების ნახვაა შესაძლებელი. ამის პარალელურად იმატებდა მის საიტზე ვიზიტორების რიცხვიც და  2011 წლის თებერვალში Urban Outfitters-მა საკმაოდ დიდი და სერიოზული გადაღება შეუკვეთა. ცხადი იყო რომ მარიამი მოყვარულიდან პროფესიონალ ფოტოგრაფად ქცეულიყო და ეს მისი პირველი ნაბიჯები იქნებოდა მოდის ფოტოგრაფიის სამყაროში. გადაღება საკუთარი ქორწილის დღეს, სიღნაღში მოაწყო და პარიზში გაემგზავრა.

558290_448038675236810_1223776270_n

თვითონ ამბობს, რომ  ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგულ მოდის სახლ Sessun-თან თანამშრომლობა აღმოჩნდა. მათთვის მარიამმა  გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გადაიღო, შემდეგ კი საკუთარი  ფოტოების პირველი წიგნი გამოუშვა, რომლის ყიდვაც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.   წიგნი ლიმიტირებული გამოცემაა და მისი მხოლოდ 100 ეგზემპლიარი იყიდება. სწორედ ამ წიგნის შეძენის შემდეგ დაინტერესდა მისით იაპონელი დიზაინერი, რომლის ფეხსაცმელების კოლექციის გადაღებაზეც ამჟამად მარიამი მუშაობს.  გარდა ამისა, მარიამი ორ პერსონალურ პროექტზე მუშაობს, რომელთაგან ერთი დეკემბერში, მეორე კი იანვარში დასრულდება. მათ შესახებ  უფრო მეტსაც ამ დროისთვის გავიგებთ. საერთოდ, რამდენადაც პროდუქტიულია, როგორც ფოტოგრაფი, იმდენად სიტყვაძუნწია, როგორც რესპიდენტი. კითხვებზე უმოკლეს პასუხებს გცემს, როგორც ჩანს იმის იმედად, რომ მისი ფოტოები თვითონ ყვებიან ავტორის შესახებ. გარკვეულწილად მისი ფოტოები მართლაც ყვებიან ამბებს მათი ავტორის შესახებ, რომელიც თავისი უკიდურესად ქალური და ნატურალური ნამუშევრებით უკვე მოხვდა მსოფლიოს 30 წელს ქვემოთ მყოფ 30 საუკეთესო ფოტოგრაფ ქალთა შორის, რომელსაც სხვადასხვა არტ სასწავლებლები მათთან თანამშრომლობას და ლექციების წაკითხვას სთავაზობენ და რომელსაც შეიძლება თავისუფლად ითქვას, სრულიად უნიკალური ხელწერა და ესთეტიკა აქვს, რომელსაც ერთის მხრივ ის გარემო და ლანდშაფტი განაპიროებებს, რომელსაც მარიამი გადასაღებად იყენებს, მეორე მხრივ კი მისი მოდელები, რომელთაგანაც უკლებლივ ყველას საერთო რაღაც საერთო შტრიხი მოეძებნებათ.

მარიამი ამბობს, რომ დროსთან ერთად მისი ნამუშევრები კომპოზიციურად დაიხვეწა, თუმცა ძირითადი ხედვა, რაც მისი ინდივიდუალიზმითაა განპირობებული  იგივე დარჩა. ესთეტიკის მხრივ ის  Pas Si Simple– ფოტო სესიას გამოყოფს, რომელიც  პრინციპში  მის  ყველაზე ცნობილ ფოტოებს მოიცავს.

Facebook

Official web page 

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s