პირველი გეი პრეზიდენტი

images gay“პირველი გეი პრეზიდენტი” – ამ სათაურით ყდაზე და ცისარტყელას ფერებიაინი შარავანდედით მოსილი ამერიკის პრეზიდენტის ქავერით გამოუშვა “Newsweek”-მა თავისი ახალი ნომერი.

ჟურნალის ყდის ინსპირაცია ბარაკ ობამას 9 მაისს,  ამერიკელ მაუწყებელ ABC-TV-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადება იყო, სადაც მან პირველად დააფიქსირა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება ერთსქესიან ქორწინებებთან დაკავშირებით და თქვა, რომ გეი წყვილებს უნდა ქონდეთ დაქორწინების უფლება. პრეზიდენტის განმარტებით, ეს მისი პირადი აზრია, რაც შეეხება გეების ქორწინების დაშვებას – ეს საკითხი, ობამას რწმენით, კვლავაც ცალკეული შტატების გადასაწყვეტია.

მსგავსი ფაქტი, აშშ-ის ისტორიაში პირველად მოხდა. ობამას ტელეეთერს  შემდეგ გეების ქორწინებაზე პოზიციის გამოხატვა მოუწია მიტ რომნისაც – ობამას სავარაუდო მეტოქეს შეერთებულ შტატებში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ძველებურად აცხადებს, რომ ერთადერთი დასაშვები ქორწინების ფორმა ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია.

ობამას ლიბერალური განცხადება უცნაურად დაემთხვა ჩრდილოეთ კაროლინაში წინა დღეს მიღებულ საკონსტიტუციო შესწორებას, რომლის თანახმადაც ამ შტატში ერთსქესიანი ქორწინება აიკრძალა, ისევე როგორც გეების მიერ სამოქალაქო კავშირის, ან საოჯახო მეურნეობის შექმნა. ჩრდილოეთ კაროლინას,გარდა   მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკის 30 შტატში. ერთსქესიანი ქორწინება მხოლოდ 6 შტატში და ვაშინგტონშია კანონით დაცული.

ჰომოსექსუალებისგან და მათი უფლებების დამცველებისგან  ობამას განცხადება უკვე შეფასდა ისტორიულ მოვლენად და უმნიშვნელოვანეს ფაქტად. ყველა, ვინც მოისმინა მისი განცხადება, თანხმდება იმაზე, რომ პრეზიდენტი თავის ინტერვიუში თბილი და სოლიდარული იყო მარგინალიზებული ჯგუფის მიმართ, თუმცა გაკეთდა კომენტარებიც იმის შესახებ, რომ ობამას განცხადებას გარდა ემოციური ფაქტორებისა, პოლიტიკურ-ეკონომიკური ქვეტექსტი ქონდა.

“Newsweek”-ის ბლოგერი, ენდრიუ სულივანი თავის ვრცელ პოსტში, რომელიც გამოცემის ქავერის ინსპირაცია გახდა, დაწვრილებით აანალიზებს ობამას გადაწყვეტილებას. თვითონაც ჰომოსექსუალი ავტორი იხსენებს რამდენიმეწლისწინანდელ  ობამასთან პირველ შეხვედრას, სადაც ერთ-ერთმა მოწვეულმა ქალბატონმა, რომლის შვილიც გეი იყო, პრეზიდენს  თხოვა განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირებისთვის ქორწინების უფლების მიცემა. ობამას მაშინდელი პასუხი ბევრად თავშეკავებული ყოფილა და მას ქალბატონისთვის აუხსნია, რომ ქორწინება ერთგვარად რელიგიური რიტუალიც არის, შესაბამისად, მისი დაკანონება ერთსქესიანი წყვილებისთვის, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, სამოქალაქო კანონმდებლობის დონეზე კი შედარებით მარტივია ასეთი წესების მიღება.

ენდრიუ ამბობს, რომ ისევე როგორც მაშინ, ახლაც ძლიერად იმოქმედა ობამას გამოსვლამ და გარკვეულ პარალელსაც ავლებს ფერადკანიან პრეზიდენტსა და გეი საზოგადოებას შორის. ის ამბობს, რომ თეთრების ოჯახში ჰავაიზე გაზრდილმა პრეზიდენტმა ისევე გვიან გააცნობიერა თავისი განსხვავებულობა, რასაც ფერადკანიანობა ნიშნავდა, როგორც ჩვეულებრივ, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი გეიები ხვდებიან საზოგადოებასთან შეხებისას თავიანთ მდგომარეობას. შესაბამისად, მას არ უკვრის, რატომ აღმოჩნდა ობამა ჰუმანიზმისა და ლიბერალიზმის სათავეებთან, თუმცა, ამავე პოსტში ის ვრცლად საუბრობს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ქვეტექსტებზე, რაც პრეზიდენტის განცხადებას ქონდა.

 

ის ამბობს, რომ ამერიკის მოსახლეობის ახალგაზრდული ნაწილი, 30 წელს ქვემოთ მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა აპოლიტიკურია, მსგავსი აქცენტები კი ობამასთვის, მათი ყურადღების მიქცევი კარგი საშუალებაას.

 

გარდა ამისა, უოლ სტრიტის კრიზისისა და ბოლო საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, მკვეთრად იკლო იმ კაპიტალის რაოდენობამ, რომლებიც ობამას ბიუჯეტს შეადგენდა. შესაბამისად, მას ახალი წყარო დაჭირდა და იმის გათვალისწინებით, რომ გეიებისადმი მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი მათ გულს ადვილად  მოიგებს და შესაბამისად, არა მარტო მათ ხმებს, არამედ მათ კაპიტალსაც თავის სასარგებლოდ მიმართავს.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s